,, ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს და ცხენით ვიჯირითებ თქვენზეო… ეს ყველაფერი არის მშობლების დაშინება” – იაგო ხვიჩია

,, ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს და ცხენით ვიჯირითებ თქვენზეო… ეს ყველაფერი არის მშობლების დაშინება” – იაგო ხვიჩია „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა: „რაც ახლა ხდება, ადასტურებს ჩემს სიტყვებს, რომ ნეტავ მშვიდობით მივიდეთ შემოდგომამდე. ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს […]

რეჟიმი პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმის სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლში

ივანიშვილის რეჟიმი ორდღიანი სატელეფონო ტერორის შემდეგ აქციის მონაწილეების ფიზიკურ დევნას შეუდგა. ნაცემია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დიმა ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, თავს მაშინ დაესხნენ როცა სახლში მარტო იმყოფებოდა. ნაცემია ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე. ტვ პირველმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორ გარბის რამდენიმე პირი ღვინიანიძეზე თავდასხმის შემდეგ. ხელკეტებით სცემეს გია ჯაფარიძეს, […]

ჯაფარიძე: პირდაპირ ცემა დამიწყეს, რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს – ამას ამბობდნენ

რაც ხდება ქვეყანაში, ის მოხდა, რუსები დაგვესხნენ თავს. ორი ნაღდად მახსოვს, შეიძლება სამი, შეიძლება მეტი იყო. სახლთან, სადარბაზოსთან [დამხვდნენ]. პირდაპირ ცემა დაიწყეს, ბევრი მირტყამდა, ორი ნაღდად იყო, რაღაც ჯოხებით [იყვნენ], რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს – ამას ამბობდნენ. [იდენტიფირებას ვერ მოვახდენდი] სიბნელე იყო. პოლიცია ინფორმირებულია. რაღაც ბეისბოლის ბიტებივით [მირტყეს].

ხაბეიშვილი: როცა ადამიანი მხდალია, შიშზე აგებს პოლიტიკას. ჰგონიათ, შეაშინებენ საზოგადოებას

ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი არ დაუთესია ამ 12 წლის განმავლობაში. ეს ხომ კარგად იცის ყველა ხელისუფლების ჯერ კიდევ მომხრემ. უხარიათ მათ, რომ შუაღამისას ოჯახებში უვარდებიან ახალგაზრდა ადამიანებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა ბაიკერებს?… ლაჩარი როცა არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას. ჰგონია, რომ ამით შეაშინებენ საზოგადოებას. მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და […]

გიორგი ონიანის სახლთან არიან მისულები და კარზე უბრახუნებენ, იქ ბავშვია მარტო – გვარამია

პარტია ახალის ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი ონიანის სახლთან უცნობი პირები არიან მისული და კარზე აბრქახუნებენ. გვარამიას თქმითვე, სახლში მარტოა ბავშვი. “ახლა მოგვივიდა შეტყობინება, რომ გიორგი ონიანის სახლთან არიან მისულები და კარზე უბრახუნებენ და იქ ბავშვია მარტო. იქით წავალთ ეხლა ჩვენ” – ამბობს გვარამია. “ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ” – ინფორმაციას […]

ღვინიანიძე: აასრულეს მუქარა, რომელიც გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობა იქნებოდა

კლინიკაში ვარ ამ ეტაპზეც, ნაკერი დამჭირდა ტუჩზე, დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მუქარებთან და ჩემს აქტიურობასთან. გუშინ დაიწყეს ჯერ აქ სამხრეთაფრიკელმა ტომებმა რეკვა, შემდეგ ჩემს მეუღლესთან, შემდეგ, დღეს უკვე ქართული ნომრით 72 წლის მამაჩემს დაემუქრნენ და აი, საღამოს აასრულეს მუქარა, რომელიც ყველას გვეგონა, რომ უბრალოდ სატელეფონო ხუმრობები იქნებოდა… მეგობართან ვიყავი, ქართული ნომრებიდან საიდანაც […]

თავს დაესხნენ „აგენტების კანონის“ კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს – გია ჯაფარიძეს

8 მაისის ღამეს „აგენტების კანონის“ სულ მცირე სამ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს და იძალადეს მათზე. ერთ-ერთი მათგანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე. მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა მისმა ძმამ – ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. „ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – დაწერა ზურა ჯაფარიძემ „ფეისბუკში“. გია ჯაფარიძემ […]

გია ჯაფარიძის თქმით, თავდამსხმელები ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორდნენ

გია ჯაფარიძის თქმით, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორნდნენ. “რუსები დაგვესხნენ თავს. 2 ადამიანი მახსოვს, შეიძლება 3 ან მეტი იყო. სადარბაზოსთან მოხდა. პირდაპირ ცემა დაიწყეს. ჯოხები [დამარტყეს]. რატომ ვეწინააღმეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. ბეისბოლის ბიტებივით [ჰქონდა]”, – თქვა გია ჯაფარიძემ. დღეს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. ექიმის თქმით, მას […]

აქციების მონაწილე ბაიკერი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე აცხადებს, რომ სატელეფონო მუქარის შემდეგ თავს დაესხნენ. ღვინიანიძის თქმით, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს — ტუჩზე ნაკერის დადება დასჭირდა. „72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო. თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია და მეტი არაფერი, მაგრამ ვხედავთ, რომ სახლში მოვარდნის ამბებიც გვაქვს. არ ვიცი, საიდან გაიგეს, სად ვიყავი. საეჭვო […]