მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ივანიშვილს პასუხი პირადად მოეთხოვება. „ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა – ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა! პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით. რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! […]

პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. „დღეს ევროპის დღეა! […]

ბელარუსში გაქცეულ პოლონელ მოსამართლეს შპიონაჟში ადანაშაულებენ

პოლონეთის პროკურატურა შპიონაჟში ადანაშაულებს ბელარუსში გაქცეულ მოსამართლე ტომაშ შმიდტს. გასულ ღამით, პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ადამ ბოდნარმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პროკურატურამ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს დისციპლინურ ორგანოს მიმართა დადგენილებისთვის, რომლის საფუძველზეც შმიდტს შპიონაჟისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. პროკურატურა ითხოვს შმიდტის დაკავების ორდერსაც. პოლონეთის იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად […]

“მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში ხშირად ხდება” – თომას მიულერი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ბაიერნი” 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს. 90+12 წუთზე “რეკორდმაისტერის” ცენტრალურმა მცველმა მატეის დე ლიხტმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა თამაშგარის გამო გოლი გააუქმა. “ბაიერნის” შემტევმა თომას მიულერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან უკმაყოფილება ვერ დამალა: “მარჩინიაკი? მან არ უყურა ვიდეოს. არ მისცა საკუთარ თავს ამის ნახვის საშუალება. ნამდვილად […]

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს […]

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინის ოდესის ოლქს წუხელ Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას ურაინული მედია საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. „საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურა საცეცხლე ჯგუფებმა ოდესის ოლქში 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებს ოლეშჩუკი. წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ შავი ზღვიდან რუსეთის […]

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში. მისი თქმით, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა მომტანია“. „გილოცავთ ფაშიზმზე […]

Anonymous-ი სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბურ კიბერშეტევას აანონსებს

თბილისში ე.წ. „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას, X-ის საშუალებით, მსოფლიოს უმსხვილესი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-ი ეხმიანება და სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბურ კიბერშეტევას აანონსებს. „თითოეულ პრორუსულ ინიციატივას, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიას, ძალადობს, მიზანში იღებს და თავს ესხმის მთავრობის კრიტიკოსებს, აუცილებლად მოჰყვება შედეგი. თბილისში პუტინის მარიონეტებმა სიტუაციის გამწვავება პუტინისტური ქცევით გადაწყვიტეს: ისინი ფიზიკურად უსწორდებიან მედიასაშუალებათა წარმომადგენლებს, […]

„ქედაში მაღალი კლასის სასტუმრო ინფრასტრუქტურა მოეწყობა“ – ვინ არის ინვესტორი?

HSC Group Hospitality დირექტორის გიორგი დოლიძის ინფორმაციით, ქედაში, მაღალი კლასის რეზორტული ტიპის კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ქართველი ინვესტორი ახორციელებს და ის ამ ეტაპზე შეთანხმების პროცესშია. როგორც დოლიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, საუბარია 80 მაღალი კლასის ნომრის, ღვინის ქარხნის და საბანკეტო სივრცეების მოწყობაზე. „მაღალმთიანი აჭარა განსავითარებელია. აქ მაღალი კლასის ობიექტები არ არის წარმოდგენილი, თუმცა […]

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების გაყიდვებში ქართველები ყველაზე დიდ სურათს ქმნიან. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტოს მმართველმა პარტნიორმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. „ქართველი ადამიანი ქართული ბაზრისთვის ყველაზე ორგანულია და ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტია. შესაბამისად, ის ტენდენცია, რაც 20 წლის წინ […]