ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, “შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია – მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელმა, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ გაიმარჯვა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ბიულეტენების 79.2 პროცენტის დათვლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ხმების 64.8 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ კი – 29.2 პროცენტი. სოციალ-დემოკრატმა […]
პსჟ-ისა და “დორტმუნდის” ნამატჩევს მსაჯმა იტირა

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და “დორტმუნდის” საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მსაჯმა დანიელე ორსატომ იტირა. MC Sport-ის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ 48 წლის იტალიელმა ევროტურნირებზე ბოლო შეხვედრაში იმსაჯა და ნამატჩევს თანაშემწეები ამშვიდებდნენ. ის მსაჯის კარიერას ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულებს. ორსატო 600-ზე მეტ მატჩს, მათ შორის, სერია A-ს 288 თამაშს მოემსახურა, ჩემპიონთა ლიგაზე 55-ჯერ იმუშავა და 2020 წლის […]
“რეალი” ფინალში იღბლის ხარჯზე გავიდა? ვინც ასე თვლის, მინდა ვუთხრა, რომ…” – ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ბაიერნი” 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ითამაშებს. ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა. “ხალხი ამბობს, რომ ეს იღბალია? არანაირი იღბალი არ არსებობს, ეს მადრიდის “რეალია” – წერტილი”, – განაცხადა ტიერი ანრიმ. შეგახსენებთ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “დორტმუნდს” დაუპირისპირდება. მატჩი 1-ელ ივნისს, “უემბლიზე” გაიმართება.
დღეს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე უმეტესად წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. „ხვალ და ზეგ თბილისში კარგი ამინდია, შემდეგ ისევ იცვლება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 მაისს უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ იწვიმებს. დასავლეთშიც ქარია მოსალოდნელი“, – აცხადებს სინოპტიკოსი. მისივე თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება […]
„ქართული ოცნება უკეთ მოემზადა, აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან“ – დუგინი

„სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის მიღება ჩაშალა. ამჯერად ქართული ოცნება, რომელიც უფრო და უფრო აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან“. ამის შესახებ 8 მაისს საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. რუსული სამყაროს ნარატივის იდეოლოგმა, კრემლთან დაახლოებულმა ალექსანდრ დუგინმა დაწერა.
„დარჩით ევროკავშირის გზაზე” – ელჩი ჰერჩინსკი საქართველოს მიმართავს

9 მაისი ევროპის დღეა. მას საქართველო პირველად აღნიშნავს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საქართველომ ეს სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ: „ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა. მათ […]
„ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა!…არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან“ – პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. „დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, […]
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის […]
გუბერნატორი – უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში საცხოვრებელ კორპუსებსა და ავტომობილებს დაარტყა, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს. მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ბელგოროდში დაზიანდა 19 კორპუსის 34 საცხოვრებელი ბინა, ერთი კერძო სახლი და 37 მანქანა. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები, სამშენებლო ორგანიზაციების, ადმინისტრაციების და მმართველი კომპანიების სპეციალისტები. მანამდე, […]
„დაიწყონ გამოძიება მოქალაქეების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე “ – სახალხო დამცველი

7 მაისიდან ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მოქალაქეს, მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებს, ტელეფონით უკავშირდებიან უცნობი პირები და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ მოქალაქეთა განცხადებით მათ კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის მატარებელი გზავნილებისა, რიგ შემთხვევებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს საუბარი მუქარის შემცველია. სახალხო […]