“საით მიდიხარ, საქართველო?” – ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი: “დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებსა და ანონიმურ სატელეფონო ზარებს ადგილი არ აქვს. საით მიდიხარ, საქართველო?”

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე 30-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. ATM Dubai-2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენების სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, სამთო, საზღვაო კურორტებს და დაცულ ტერიტორიებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, გერმანული როკის ლეგენდას Scorpions-ისა […]

სად მიდიხარ საქართველო? – ტოივო კლაარი “ხალხის მტრების” სიასა და ანონიმურ ზარებზე

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით საქართველოში მიმდინარე სიძულვილის კამპანიას ეხმაურება. კლაარი წერს, რომ 9 მაისი, ევროპის დღე, საერთო ზეიმის დღე უნდა იყოს, თუმცა „ხალხის მტრების“ და ანონიმური სატელეფონო ზარების ფონზე უჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო. “დღევანდელი დღე საზეიმო უნდა იყოს, თუმცა მე გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა […]

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა.

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი მკლავჭიდში მარიამ ნოდია – ორივე მკლავში, ევროპის ჩემპიონია

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი მკლავჭიდში მარიამ ნოდია – ორივე მკლავში, ევროპის ჩემპიონია სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ევროპის 33-ე ჩემპიონატი მკლავჭიდში ჩატარდა, მასში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ და შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: მარიამ ნოდია – ორივე მკლავში – ოქრო, ხოლო მისი მოსწავლეები ვიცე-ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ. ლიზი დიასამიძე – U15 ორივე მკლავში – ვერცხლი. […]

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს შეურაცხყოფა, დაგემუქრნენ – რჩევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე Facebook-ზე აქვეყნებს რჩევებს, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაურეკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გაუკრეს. ნონა ქურდოვანიძის პოსტი სრულად: “ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი […]

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ

მე-3 დღეა მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებიან. ზარები თავდაპირველად სხვა ქვეყნის ნომრებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით უკვე – ქართული ნომრებიდანაც. ურეკავენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს და რიგით მოქალაქეებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს. მათ შორის, მშობლებს, ბებია-ბაბუებს, არასრულწლოვან შვილებს, ქმრებს და ცოლებს და ა.შ. […]

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში გმირთა სავანე ყვავილებით შეამკო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან ერთად, პატარძეულში გმირთა სავანე ყვავილებით შეამკო და მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. „გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! საგარეჯოს მუნიციპალიტეტის […]

თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში […]

გიორგი ტყემალაძე – 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა მეორე მსოფლიო ომს, საქართველოს წვლილი ამ გამარჯვებაში უდიდესია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავის აღსანიშნავად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ტყემალაძემ კიკვიძის ბაღში შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა მათ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების […]