ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერ ქარიშხალსა და სეტყვას ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 5 შტატში, 22 მილიონი ადამიანი სტიქიის გამო რისკის ზონაში რჩება. 200 000 კი ელექტროენერგიის გარეშეა. სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ძლიერმა ქარიშხალმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და დატბორა ქუჩები.

ვურჩევ ოცნებას, ნუ გადაიყვანს პროცესებს იმ კალაპოტში, როდესაც გამარჯვება იქნება მორევაზე – გვარამია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ამბობს: “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მოდი ასე ვთქვათ, გასაგებია რომ შიშის დათესვაა, გასაგებია, რომ აქეთ მიდის ყველაფერი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ზოგადად, უზურპატორები ასე ამთავრებენ, მაგრამ ამთავრებენ, ასე არ იწყებენ. ეს ხდებოდა რუსეთში, ახლაც ხდება რუსეთში, უარესები მომხდარა სხვაგანაც, ადამიანები, ვინც არიან […]

თავზე ნაკერი ადევს, აქვს ტვინის შერყევა – ზურა ჯაფარიძე გია ჯაფარიძის მდგომარეობაზე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ძმის – გია ჯაფარიძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც გუშინ სახლთან უცნობმა პირებმა სცემეს. “თავდასხმა მოხდა გუშინ, გვიან საღამოს, როდესაც სახლში მივიდა, სადარბაზოსთან, ავტომობილიდან გადმოდიოდა და ეგრევე ჩაარტყეს თავში რაღაც მძიმე საგანი, ზუსტად არ იცის რა არის, ვერ დავინახეო, ხელკეტების მაგვარი რაღაცები იყოო. თავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს უკან, აქვს […]

გია ვოლსკი – თუ ვინმეს არ აწყობდა ადამიანების ასეთი სასტიკი ცემა, ეს არის „ქართული ოცნება“ და თუ ვინმეს შეუძლია ამის განხორციელება, ეს არის ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, არა მარტო ცემაზე, არამედ მკვლელობაზე და მათ ეს არ შეეშლებათ – მცემლებიც, პროვოკატორებიც უნდა მოიკითხოთ იმ ჯგუფში, რომელიც ამაში გამოცდილია, რომელსაც მოუკლავს კიდეც, უწამებია კიდეც და დღესაც სისხლიანი ხელებით დგანან და ბავშვების კისერზე შემომსხდრები პოლიტიკაში სადავეების ხელში აღებას ცდილობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც […]

რატი იონათამიშვილი – პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო

როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების ოპონენტებმა დაიწყეს მმართველი გუნდის წევრების ტელეფონის ნომრების საჯაროდ გაზიარება, რასაც მოჰყვა უამრავი ზარი და […]

ვალერი ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის 9 მაისის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვალერი ფედოროვიჩ ზალუჟნი დაინიშნოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან […]

რუსული კანონის III მოსმენით კომიტეტზე განხილვა ორშაბათს, 9:00 საათზე დაიწყება

13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება. რამდენიმე კვირაა საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბია. შსს-ს წარმომადგენლები ძალის გამოყენებით აკავებდნენ მოქალაქეებს, სცემდნენ. აქციაზე გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი. […]

,,ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსი სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა. „იმის გამო, რომ პირობები შეიცვალა, ფაშინიანი და პუტინი ამ საკითხზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა. კრემლის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანთან და […]

ნანკა კალატოზიშვილი 45 წლის გახდა – მტკივნეული განქორწინება, ერთადერთი შვილი და ცხოვრების საინტერესო ამბები – Marao

ნანკა კალატოზიშვილი 8 მაისს 45 წლის გახდა. ის უკვე არაერთი წელია აქტიურად ჩანს თეატრის სცენასა თუ ეკრანებზე. შექმნა არაერთი დაუვიწყარი როლი, მოირგო ტელეწამყვანის ამპლუაც, ბოლო დროს კი განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და აქტივიზმით გამოირჩევა. ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის […]

“ეს ჩემი შეცდომა იყო” – მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ “რომაში” დარჩენასა და პორტუგალიის ნაკრებისთვის უარის თქმას ნანობს. “სამშობლოდან მირეკავდნენ და პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებას მთავაზობდნენ. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როდესაც “რომაში” დარჩენა ვარჩიე”, – ციტირებს ჟოზეს EA Sports Korea. პორტუგალიის ნაკრები ახალ დამრიგებელს 2023 წლის დასაწყისში ფერნანდო სანტუშის დათხოვნის შემდეგ ეძებდა, მაგრამ მისი ადგილი რობერტო მარტინესმა დაიკავა.