ვიზალიბერალიზაციის, დაფინანსების შეჩერება EU-შ ყველა ვარიანტი განიხილება ამ კანონის მიღების შემთხვევაში – იოზვიაკი

ევროკავშირის ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი “მთავარ არხთან” ამბობს: “ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართება და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები განიხილავენ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ბოლო დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესება განიხილება ხოლმე, მაგრამ გუშინ ასევე იყო საუბარი საქართველოზე და რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს […]
„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერი სახელმწიფოს ან ალიანსის პრეტენზიებს განსაკუთრებულობაზე“- პუტინი

„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერი სახელმწიფოს ან ალიანსის პრეტენზიებს განსაკუთრებულობაზე. ვიცით, რა შედეგი მოაქვს ასეთ უსაზღვრო ამბიციების. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას გლობალური შეჯახება, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს. ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაშია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის დედაქალაქში გამართულ […]
“ამ მაისურით ვვარჯიშობდი, პოლიციელმა, დატოვე პარკიო” – რას წერს მოქალაქე

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქე, ნესტან ანანიძე წერს, რომ მას თბილისში, პარკში ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს “არა რუსულ კანონს” წარწერიანი მაისურის გამო. “დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ, საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა. შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. […]
“შეეცადეთ მარტო არ იყოთ” – გასულ ღამეს DJ გიორგი შენგელიასაც დაესხნენ თავს

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, გასულ ღამეს თავს დაესხნენ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა. ნიღბიანი ტიტუშკების სამიზნე დიჯეი გიორგი შენგელია გახდა, რომელსაც კლუბიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ: ბევრი მესიჯი მომდის თუ რა მოხდა. მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ სადღაც 1 საათში […]
“ეს ჩემი შეცდომა იყო” – მოურინიო პორტუგალიასთვის უარის თქმას ნანობს

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ “რომაში” დარჩენასა და პორტუგალიის ნაკრებისთვის უარის თქმას ნანობს. “სამშობლოდან მირეკავდნენ და პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებას მთავაზობდნენ. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როდესაც “რომაში” დარჩენა ვარჩიე”, – ციტირებს ჟოზეს EA Sports Korea. პორტუგალიის ნაკრები ახალ დამრიგებელს 2023 წლის დასაწყისში ფერნანდო სანტუშის დათხოვნის შემდეგ ეძებდა, მაგრამ მისი ადგილი რობერტო მარტინესმა დაიკავა.
არჩილ თალაკვაძე – მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება – ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!

10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური კოშმარი – მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება – ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე! – ამის შესახებ “ფეისბუქის“ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე […]
დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსი სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა. „იმის გამო, რომ პირობები შეიცვალა, ფაშინიანი და პუტინი ამ საკითხზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა. კრემლის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანთან და […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო […]
გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 79 -ე წლისთავი აღინიშნა

გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 79 -ე წლისთავი აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, გალაქტიონ ჩხიკვაძეს […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ელოდება, რას გააკეთებს ან რას უბრძანებს შეერთებული შტატები

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ელოდება, რას გააკეთებს ან რას უბრძანებს შეერთებული შტატები „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ AZERTAC-თან და AzTV-სთან მიცემული ინტერვიუს ნაწილის თარგმანს ავრცელებს. „სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი AZERTAC-თან და AzTV-სთან ინტერვიუში. სლოვაკეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეყვარებულია საკუთარ […]