ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, ეს არის გზავნილი ქუთაისიდან. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას. დღესვე აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ. “პროტესტი გრძელდება და გადავწყვიტეთ, დღეს სხვა ფორმით გამოგვეხატა. […]
მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სწორი კანონი, პესკოვს და ლავროვს მოსწონთ, ამიტომ, არა რუსულ კანონს! – ბიზნესმენი

მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სწორი კანონი, ხოლო პესკოვს და ლავროვს ძალიან მოსწონთ, მე ეს ბევრ კითხვას მიტოვებს და რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს!, – ამის შესახებ RENTALS & Eristavi Estates, მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა განაცხადა. „ძალიან მარტივად არის საქმე, ასე მარტივად მე მგონი, არასოდეს ყოფილა, რადგან ეს კანონი არის სწორი. მთელი ცივილიზებული […]
ხალხის დაშინება უნდა შეჩერდეს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ძალადობრივ კამპანიას ეხმაურება და ამბობს: ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა და ნათელია, ნებისმიერი სახის ძალადობა, აბსოლიტურად მიუღებელია, ეს უნდა შეწყდეს, შემიძლია გავიმეორე ის რაც ჰოფმანმა თქვა, უნდა დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები, რადგან განაგრძოს ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა, ნებისმიერი სახის ძალადობა არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღები, მითუმეტეს კანდიდატი ქვეყნისთვის, ეს მიუღებელია. ჩვენ აქ ვართ […]
“425 პარლამენტარს სურს ვროკავშირის ანაბანა აგიხსნათ… ისევ იტყუებით?” – კრამონი პაპუაშვილს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს: გაგვიმხელს ბატონი შალვა პაპუაშვილი, თუ ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას. თუ ისევ იტყუება ქართული ოცნება, წინა წლის მსგავსად, როდესაც პირობა გასცეს, რომ რუსულ კანონს ხელახლა აღარ წარადგენდნენ?” – წერს ევროპარლამენტარი. 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა […]
პაველ ჰერჩინსკი – კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ – არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. ევროკავშირი ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული. “ჯერ კიდევ არის […]
ნიკოლოზ რაჭველი – ჩვენ გვინდა ცხოვრება საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა

ჩვენ სცენაზე ჩვენს სათქმელს ვიტყვით, რომ ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა , – ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა. ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, აღნიშნული გზავნილს ყველა ის არტისტი უერთდება, ვინც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას. „ამ „მესიჯითა” და გზავნილით გამოდის დღეს ყველა არტისტი სცენაზე, ეს არის ჩვენი […]
გიგი წერეთელი – სამწუხაროა, ხელისუფლებამ ისტორიული გაკვეთილები ვერ გაიაზრა და კიდევ უფრო მძიმე შეცდომებს უშვებს – ამგვარი ქმედებებით მხოლოდ ერთი გზა რჩება, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება და რუსეთის სატელიტად დარჩენა

ეს ყველაფერი ცდება ერთი თუნდაც ძალიან მძიმე კანონის განხილვას და საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიულ პროცეს ს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებს. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ქართულ ოცნება ყველა მისი მოქმედებით, იქნება ეს „რუსული კანონის“ ინიცირება, მოძალადეების ორგანიზებით საზოგადოების დაშინება, თუ […]
ჰერჩინსკი: შეშფოთებულები ვართ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ბოლო დღეებში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო. “საქართველო, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტელევიზიების ახალ ამბებშია, თუმცა ამის მიზეზი კარგი არ არის. სერიოზულად ვართ შეშფოთებული. ვფიქრობთ, რომ დრო ჯერ კიდევ არის კურსის შესასვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა. […]
“ლიგა 1-ის საუკეთესო თავდამსხმელით “ატლეტიკო” დაინტერესდა” – რობინ ბეირნერი

ჟურნალისტი რობინ ბეირნერი თავის “ტვიტერზე” წერს, რომ “მეცის” ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სამსახურით “ატლეტიკო” დაინტერესდა: “ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდის “ატლეტიკოს” სურს. მიქაუტაძეს ამსტერდამულ კლუბში საშინელი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “მეცში” იჯარის წესით დაბრუნდა, ალბათ, ლიგა 1-ის საუკეთესო ფორვარდი გახდა”. მიქაუტაძემ ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე “მეცში” დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, […]
“არ მსურს ხალხი დაისაჯოს, თითოეული ადამიანი დაზარალდება” – ჰერჩინსკი “აგენტების კანონის” შესაძლო შედეგებზე

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიების დაწყებამდე რუსთაველის თეატრში მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა “აგენტების კანონის” გამო არსებულ საზოგადოებრივ დაძაბულობასა და ანგარიშსწორებაზე კანონის მოწინააღმდეგეები მიმართ. მისი თქმით საქართველოში კვლავ ძალიან ღრმაა პოლარიზაცია, ძალადობა კი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. “სამწუხარო ჩვენ ამას ვხედავთ ყოველ ღამით, ჩვენი ტელევიზორების ეკრანიდან, ვიგებთ დაშინების მიზნით სატელეფონო ზარებზე, მუქარაზე, ჩვენ […]