“ძალა ერთობაშია! ჩვენ გვჯერა თქვენი, საქართველოს შეუძლია ეს გვერდი გადაფურცლოს” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე, თქვა: ყოველწლიურად, ევროპის დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე. შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის […]
“გორმედის” ჩვილი გარდაცვალა – ოჯახის ბრალდება და კლინიკის პასუხი

“გორმედის” სამშობიაროში ჩვილი გარდაცვალა – ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა რეგულირების სააგენტომ დაიწყო. მშობიარის ოჯახის წევრები ჩვილის გარდაცვალებაში “გორმედის” სამშობიაროს ექიმს ადანაშაულებენ. “საქმის მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ როგორც კი კომისია დადებს დასკვნას, კლინიკა თვითონ გააკეთებს კომენტარს”, – აცხადებენ “გორმედში”.
ელჩი – რაც ევროკავშირმა ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა, დაბნეულობის, დაყოფის და უარესი, დაშინების, ძალადობის დანახვა – შესაძლებლობა არსებობს ახლა, ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ გაუშვათ ხელიდან

გვინდა, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. ასევე, დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, […]
პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გელოდებით – ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე – დარჩით ევროკავშირის გზაზე

ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ამ წლის ბოლოს გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. „როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. […]
ერევანში ათი ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

სომხეთში ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ერევნის ცენტრში გამართულ აქციაში, სომეხი არქიეპისკოპოსის მიერ კვლავ გამოთქმული მოწოდებების ფონზე – რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ხელისუფლება, ბაქოსთან ტერიტორიის შესახებ შეთანხმების გამო, უნდა გადადგნენ. არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას უდგა სათავეში. აქციის მონაწილეები […]
პრეზიდენტი: ოპონენტების ცემას, ძალადობას ერის წინააღმდეგ არაფერი აქვთ საერთო ევროპასთან

ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის წინააღმდეგ. ოპონენტების ცემასა და დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებსა და სხვა სასტიკ მეთოდებს. არაფერი საერთო არ აქვს ამ მეთოდებს ევროპასთან. ეს არის სწორედ ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება. ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვამხნევებდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიწერდნენ. ქართველი ერი არ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ბრძენია, […]
ერთ ებრაელ ტურისტს ქვეყნისთვის იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე თურქს და რუსს ერთად – Galt and Taggart

Galt and Taggart -ის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირვლ კვარტალში საქართველომ 254 ათასზე მეტ თურქ ტურისტს უმასპინძლა და 117 მილიონის შემოსავალი მიიღო. თურექთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს ოთხი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა. 2019 წელს Galt and Taggart -ის მონაცემებით, საქართველოში 201 ათასი თურქი ტურისტი იმყოფებოდა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთმა, თუ გასული წლის პირველ კვარტალში […]
„რუსებმა საქართველოს ტურისტული ბაზარი გააფუჭეს“ – ტურიზმის ანალიტიკოსი

„ხარისხი არ არის ის, რაც ევროპელ ტურისტს სჭირდება. რუსებისთვის რაღაცები არის დამაკმაყოფილებელი, მათ გააფუჭეს ქართული ტურისტული ბაზარი“,- ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა გადაცემა “რედაქტ2”-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიგრანტების შემოდინების დროს ძალიან შემცირდა საქართველოში ევროპელი ტურისტები, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყნის კურორტებზე რუსების დიდი რაოდენობა იყო. მისივე თქმით, მომსახურების ხარისხი, რაც რუსი ტურისტისთვის მისაღებია, არ […]
პრეზიდენტი – ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები

ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი ბრძენია და სწორედ ამიტომ პროვოკაციებს არ აჰყვება. „ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: […]
პრეზიდენტი – ევროპის დღე განასახიერებს თავისუფლების გამარჯვებას ტირანიაზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, დამოუკიდებლობის გამარჯვებას იმპერიალიზმზე, ინდივიდუალური თავისუფლების გამარჯვებას სისტემაზე

ჩვენ გვჯერა დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის, ჰუმანურობის და იმ სიკეთის, რასაც საკუთარი იდენტობის დაცვა და გაძლიერება ნიშნავს. ამ ყველა მიზეზის გამო, ჩვენ საკუთარ თავებს ვაიდენტიფიცირებთ, ქართველებად და შესაბამისად, ევროპელებად , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ის სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს დაეთანხმა და აღნიშნა, […]