ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. გალასტიანი არის მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელი. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან. ამ მოთხოვნით მან საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რომელიც სოფელ კირანციდან დაიწყო და დღეს ერევანში […]

,,დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ” – ევროკავშირის ელჩის მიმართვა

,,სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართვეოში 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ,,კომერსანტი”ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართვას გთავაზობთ. ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო, ყოველწლიურად, ევროპის დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის […]

პრეზიდენტი: ოპონენტების ცემა, დაშინება, რეპრესიები… ძალიან ჰგავს ავტორიტარულ რეჟიმს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ მოქმედებებს. ამის შესახებ მან 9 მაისს, რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “ჩვენ ვხედავთ ძალადობას. ძალადობა ერის ერთიანი სურვილის წინააღმდეგ, ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები… ამას არაფერი […]

ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ – “კვარამ” გუნდთან ერთად ივარჯიშა

“ნაპოლის” საიტი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოირჩინა, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით, შაბათს “ბოლონიასთან” სათამაშოდ მზად იქნება. გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სავარაუდოდ 1-ელ მაისს ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს და მამას, ბადრი კვარაცხელიას შეხვდა, მხარეებს შორის კარგი საუბარი გაიმართა, რათა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ყველას […]

EU საქართველოს მთავრობას ძალადობრივი ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება. „დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”, — წერს X-ზე ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი. Georgia: Intimidation, threats and […]

ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას – IES

“ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას, რადგან ევროპულ იდეას ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველა აქტორს ძალიან კარგად ესმის,” – ამ განცხადებას IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს. ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ევროკავშირის დაარსების ისტორიას იხსენებს და წერს, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროპულ ოჯახთან დაახლოებას. IES – […]

“ვაი თქვენს პატრონს! ვინც ამას ჩემი მობილი მიეცით!” – ბელქანია

ორი წუთის წინ ამ ნომრიდან დამირეკა ქალმა, დინჯად მკითხა თამარი ხართო? მერე კი სამშობლოს მოღალატე ხართო, მითხრა და დამემშვიდობა))) სულ ასე, თქვენობით მხოლოდ, სულ რაღაც სამშობლოს ღალატი დამბრალდა. ვაი თქვენს პატრონს! ვინც ამას ჩემი მობილი მიეცით!!!

,,ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები” – პრეზიდენტი

,,ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები” – პრეზიდენტი ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა […]

ქვეყანაში, ლურჯი მოცვის წარმოების 30 ათას ტონამდე გაზრდა იგეგმება

ქვეყანაში, ლურჯი მოცვის წარმოების 30 ათას ტონამდე გაზრდა იგეგმება ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება 30 ათას ტონამდე გაიზრდება. ფერმერთა ინტერესი ამ კულტურის მიმართ დღითი დღე იზრდება, შედეგად – მზარდია გაშენებული პლანტაციების რაოდენობაც. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს, ამ კულტურას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან მოცვი მაღალბიუჯეტური პროდუქტია და საქართველოდან მისი ექსპორტით […]

ჟურნალისტების მიმართ დანაშაულებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა – ონლაინმედიები

ონლაინგამოცემები და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას. ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, […]