“ვხედავთ დარბევას, რეპრესიებს, ძალადობას – ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი” – ზურაბიშვილი

ეს დღე განასახიერებს თავისუფლების გამარჯვებას ტირანიაზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, დამოუკიდებლობის გამარჯვებას იმპერიალიზმზე, ინდივიდუალური თავისუფლების გამარჯვებას სისტემაზე რომელიც იმონებს ადამიანებს, ეს არის კეთილის გამარჯვება ბოროტზე. სწორედ ამიტომ ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ვართ ქართველები და ამიტომ ვართ ევროპელები და ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს. როგორც არასდროს ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენ არ დავნებდებით, მოწოდებული ვართ, რომ […]

ჰერჩინსკი: მას შემდეგ, რაც EU-მ ფართოდ გააღო კარი, გულდასაწყვეტია ყოყმანის, დეჭვების ნახვა

დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ […]

ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით შეიქმნას ოქროს სია

პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. “გამოვდივარ ინიციატივით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: შეიქმნას ოქროს სია. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს დეკლარაცია, რომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა. ახლა ეს ნაბიჯები ნამდვილი პატრიოტობის გამოვლინებაა და ასეთი ხალხი სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება.“- წერს ანა […]

“მივესალმები გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკააშვილი სოციალურ ქსელში წერს: “მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს. ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის […]

EU-ს პრესსპიკერი ხელისუფლებას: დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა დაუშვებელია

დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღდეგ დაუშვებელია. ევროკავშირი (რედ. საქართველოს) ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება უზრუნველყოს.

ნინო წილოსანი გოჩა ჯავახიშვილზე – როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია

როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიეკრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას. „ბატონი “ელჩყოფილისთვის”, როგორც ჩანს, თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის “რუსული კანონი”“, – წერს წილოსანი „ფეისბუქზე“. საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა […]

ევროკავშირის პრესმდივანი: მიუღებელია დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა

ევროკავშირის პრესმდივანი, ნაბილა მასრალი საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა “მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”, – წერს იგი სოციალურ ქსელ […]

მთავრობა არ ესწრება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარებს მიწვევის მიუხედავად საქართველოს მთავრობის წევრები არ ესწრებიან. ღონისძიების მასპინძელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ღონისძიების პარალელურად საქართველოს მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ “ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო […]

ჰერჩინსკი: ამ კანონის მიღების შემთხვევაში ბრიუსელში რეაგირება მოუწევთ

ჯერ ისევ არის დრო და არის პროცედურები, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მათ გამოვიყენებთ პარლამენტთან ერთად, პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. ამ კანონის არ მიღების ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ, რათა შედეგებზე მსჯელობა არ მოგვიწიოს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ბრიუსელში ჩემს ლიდერებს 27 წევრ ქვეყანასთან ერთად რეაგირება მოუწევთ და გულწრფელად […]

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამთავრობო გუნდისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე “ოცნების” ლიდერებისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია. ევროკავშირის ელჩის გვერდით გათვალისწინებული იყო როგორც მთავრობისთვის, ასევე ქართული ოცნების წევრებისთვის ადგილები, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერები ღონისძიებას არ დაესწრნენ. ევროკავშირის ელჩის გვერდით, ერთ მხარეს ზის საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარე კი ცარიელია. ღონისძიების მასპინძელი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკია. ჯერჯერობით, “ქართულ ოცნებაში” არ უთქვამთ, რატომ არ მივიდნენ […]