ჭავჭავაძის გამზირზე რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, სადაც აბდუშელიშვილი შენი დილის წამყვანია. პოლიციამ მსვლელობაზე, რომელიც უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. საპროტესტო მსვლელობა ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებას მოჰყვა. რამდენიმე საათის წინ მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. […]
„საქართველოსთან თანამშრომლობის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ კურსი უნდა შეიცვალონ“ – მილერი

„ჩვენ ღრმად გვაწუხებს ქმედებები, რომლებიც კანონმდებლობის გამპროტესტებელთა წინააღმდეგ მიიღეს. ჩვენ ვიცით სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ფიზიკური ძალადობის გაზრდილი ცნობების შესახებ. ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრულიად დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. საქართველოსთან 30 წელზე მეტია წარმატებული პარტნიორობა გვქონდა, გვსურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს […]
შეიძლება, ეს კანონი სულაც არ მომწონს, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა მიიღონ – ირაკლი რუხაძე

„იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ “tv იმედის” ეთერში საქართველოში “რუსული კანონის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეს კანონი აუცილებლად უნდა გაიტანონ. „ამ პროცესებს ვუყურებ ისე, როგორც მართულს ოპოზიციის მხრიდან. ვინც შეიძლება აქედან მოიგოს, არის ოპოზიცია. ძალიან აწყობთ, რომ ეს კანონი გაიტანონ. ან თუ დაინახეს, რომ [ხელისუფლებამ] დაიხია უკან, მერე ზუსტად ეცოდინებათ ოქტომბერში რა […]
ხაზარაძე: შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც საჯარო სამსახურებიდან მათი პოზიციების გაჟღერების გამო გათავისუფლებულ მოხელეებს არჩევნებამდე ფინანსურად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერით განაცხადა. “ლელოს” ლიდერის თქმით, საჯარო მოხელეებს უჭირთ ხმამაღლა საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება, რადგან მათზე მმართველი პარტია ახდენს “ტერორს”. “უნდა დავიხსნათ ეს ადამიანები, ეს საკითხი გადასაწყვეტია. ასეთი იდეა მინდა […]
„სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ“ – მიშელი

„ევროპის დღეს ჩემი მესიჯი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ცხადია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი საზოგადოების თქვენ სურვილს. ეს არის გზა ევროკავშირისკენ და ჩვენი საერთო მომავალი. ეს არის გზა ევროკავშირისკენ, რომელშიც თქვენს ქვეყანას მხარს დავუჭერთ,“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე.
ბორის ჩელე ყურუა – სახლთან დამხვდნენ „ტიტუშკები“, ბიტებით და დრინებით – ამათ უფრო სტკივათ ახლა და ეშინიათ, ამიტომ ვარ მშვიდად

სახლთან დამხვდნენ „ტიტუშკები“, ბიტებით და დრინებით, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრი ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს. „სახლთან დამხვდნენ ტიტუშკები, ბიტებით და დრინებით. ცოტა ვეხმალავე, მაგრამ მომერივნენ. არაუშავს, ეს გაივლის. ამათ უფრო სტკივათ ახლა და ეშინიათ, ამიტომ ვარ მშვიდად“, – წერს ის. არსებული ინფორმაციით, ყურუა კლინიკაში გადაიყვანეს.
შარლ მიშელი – საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის

ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა. “ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია. ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს […]
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ბორის ჩელე ყურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ

“გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ერთ-ერთ წევრ, ბორის ჩელე ყურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ბორის ყურუას საკუთარ სახლთან დახვდნენ, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს”, – წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით ყურუამ თავად დაწერა სოციალურ ქსელში: “მცემეს. მეც ვურტყი. მაგრამ ყველას […]
ჩაჩანიძე თავდასხმაზე: სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი

პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. როგორც ჩაჩანიძე ყვება, თავდამსხმელებმა დიდხანს ვერ შეძლეს ჩხუბის გაგრძელება და რამდენიმე წამში მანქანისკენ გაიქცნენ. “ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ. სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ველოდებით ამათ. ვიცი, რომ ჩელეც, ერთად წამოვედით და […]
“ესენი ნაცების რეჟიმს კი არ ებრძოდნენ, მიშამ არ შეიტენა და დაბოღმილები ღაოდნენ” – ფოფხაძე

ეს კინო უკვე ნანახი მაქვს მრავალჯერ ბოლო 30 წლის განმავლობაში და ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე ხელისუფლებისთვის… ე ბიჯო მოეგეთ გონს სანამ დროა.. … მე მგონია რომ, ესენი ნაცების რეჟიმს კი არ ებრძოდნენ, უბრალოდ მიშამ არ შეიტენა და დაბოღმილები ღაოდნენ თორემ, ახლა ქოცების ნაცებისეული მეთოდების გამართლებას არ დაიწყებდნენ.. რომელი მთავრობაც მოვა და იდიოტობას გააკეთებს, ყველა მთავრობის […]