„ვდგავართ ქართველების გვერდზე, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ“ – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო დღეებში აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. „შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე დაუნდობელი თავდასხმებით. გვაშფოთებს უბრალო მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოები „ტარგეტირება“ სატელეფონო ზარებითა და აგენტის იარლიყის მიმწებებელი პოსტერებით. ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ, მათ შორის „უცხოური გავლენის კანონის“ […]
ნორვეგია: ვდგავართ ქართველების გვერდზე, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო დღეებში აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. “შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე დაუნდობელი თავდასხმებით. გვაშფოთებს უბრალო მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოები ტარგეტირება სატელეფონო ზარებითა და აგენტის იარლიყის მიმწებებელი პოსტერებით. ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ, მათ შორის “უცხოური გავლენის კანონის” პროტესტით.” […]
კალაძე: ხვალ მინდა დეტალურად ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში

დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ გეგმით. ეს გეგმაა აკერმანის სახელმძღვანელო, რომელშიც პირდაპირ წერია, როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. ხვალ მინდა გავაკეთო ფეისბუქზე ჩემი ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურად მინდა ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში და როგორი პარალელებია იმ აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც მშვიდობიან აქციებს უწოდებენ. ჭავჭავაძის გამზირზე, […]
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებოდნენ, მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებოდნენ, მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ განაგრძობენ. მსვლელობისას აქტივისტები ცდილობდნენ ჭავჭავაძის გამზირი გადაეკეტათ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. გზის გათავისუფლების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები დღეს მომხდარ დაკავების ფაქტებს აპროტესტებენ და მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ. “გამოდით!”, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები […]
“ხალხი უფრო ბრაზდება და მეტი გამოდის” – მერაბ მეტრეველი

რეპრესიები სხვა კი არაფერია! აქციის ლიდერებს მიადგნენ. გონიათ ამით ხალხის გამოსვლას შეაჩერებენ, არადა პირიქითაა ეგ, ხალხი უფრო ბრაზდება და მეტი გამოდის.
„დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი“ – კახა კალაძე ახალგაზრდებს

მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი. ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და საპროტესტო აქციებში ჩართულ ახალგაზრდებს მიმართა. მისი შეფასებით, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი. „ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის ლიკვიდაციაზეც. ეს გაუკეთებიათ მათ. 26 მაისს, როდესაც საპროტესტო აქციის […]
პალატის სპიკერი გადაყენებას გადაურჩა, თუმცა მისი მომავალი გაურკვეველია

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ხუთშაბათს პოსტის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა მისი ბედი კვლავ გაურკვეველია. რესპუბლიკურ პარტიაში შიდა დაპირისპირების გამო ჯონსონმა შესაძლოა თანამდებობა მაინც დაკარგოს. მაიკ ჯონსონი გასული წლის ოქტომბრამდე ნაკლებ ცნობილი კონგრესმენი იყო, თუმცა მან სწორედ პარტიის სხვადასხვა ფრთას შორის დაპირისპირების შედეგად გადაყენებული სპიკერის პოსტი დაიკავა. პალატის სპიკერი ამერიკის ხელისუფლების იერარქიაში მესამე ადამიანია პრეზიდენტისა […]
“თქვენ ფეისბუქა ოჯახებში ირბინა ბიძინამ ყ…ე ამოღებულმა და თქვენი ორმაგი სტანდარტის დედაც “ბლიად” – სარალიძე

ყოვლად გაუმართლებელი და დასგმობია შვილების ხსენება ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. მააააგრაააამ მაოცებს ის გარემოება, სამხარაძის დავალებით და მერე მისი გამპრავებლები ჩემი მოკლული შვილი საფლავში რო ატრიალეთ, ჩემო ოჯახი რო ამოძირკვეთ გინებით და დღეს მაგ თავყ…..ს აფარებთ ხელს, რა სტანდარტია ეს თუ არა ბიძოს უკანალში შეკვეტება. ახლა აგეწვააათ??? მთელი ხელისუფალი მისი ბოზბანდა რომ მილანძღავთ ცოცხალ შვილს თქვენი […]
ჭავჭავაძის გამზირზე ტელეწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს

ავჭავაძის გამზირზე “შენი დილის” თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს. რას მოჰყვა მისი დაკავება, უცნობია. ჭავჭავაძის გამზირზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებმა უჩა აბაშიძის სახლიდან ჭავჭავაძეზე მსვლელობით გადაინაცვლეს.
ანანოვების სასახლის ინვესტორი საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა

2020 წელს შპს “ინვესტ ჯგუფმა” ანანოვების სასახლე და მისი მიმდინარე ტერიტორია 1,375,000 ლარად შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტს მოაწყობდა. ადგილზე ობიექტს ფუნქციონირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა დაეწყო. როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ინვესტორმა საინვესტიციო ვალდებულებები დაარღვია და დაჯარიმდა. სააგენტოს ინფორმაციით, შპს ინვესტ […]