შსს ამტკიცებს, რომ აბაშიძის სახლიდან იარაღი ამოიღო – რა ვიდეოს აქვეყნებს გომელაურის უწყება

შსს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო […]

მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ

დღეს ჩემი მესიჯი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ცხადია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი საზოგადოების თქვენ სურვილს. ეს არის გზა ევროკავშირისკენ და ჩვენი საერთო მომავალი. ეს არის გზა ევროკავშირისკენ, რომელშიც თქვენს ქვეყანას მხარს დავუჭერთ.

ჭავჭავაზე დააკავეს მოქალაქე, რომელიც ძაღლს ასეირნებდა

თვითმხილველების თქმით, ჭავჭავაზე დააკავეს მოქალაქე, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველი, რომელიც დაკავებულს იცნობდა, ტვ პირველთან ჰყვება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და პოლიციამ ასეთი პრობლემების მქონე პირი ისე დააკავა, რომ ეს არ გაუთვალისწინებია.

“უფრო მეტნი ვიქნებით თქვე @ლეებო, ინერვიულებენ თქვენი ოჯახები” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: უფრო მეტნი ვიქნებით თქვე ყლეებო ქართული ოცნება / Georgian Dream რაც მეტს სცემთ, მით მეტი დადგება გარეთ. ინერვიულებენ თქვენი ოჯახები. … მეგობრებო, ვინც აქციებზე დადიხართ და ვარაუდობთ, რომ შეიძლება დაგაკავონ, მომწერეთ, ჩემს ვოთსაფს მოგწერთ, ოჯახს ჰქონდეს. ან ვისაც ენდობით, რომ ხმაურს დაიწყებს – იმის ნომერი დაუტოვეთ. ანუ ყველა ოჯახს […]

“ივანიშვილმა შეიძლება გაასწროს, მაგრამ თალაკვაძეებს ფეხმძიმე ალუჩებიც კი აღარ მიესალმებიან “ნაოცნებარ” საქართველოში” – აბსანძე

ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე: ძაან ბრუტალურები როცა გონიათ თავი, მაშინაც კარიკატურები არიან და სასაცილოები. ეს ქვეყანა არც რუსეთია და არც ბელარუსი. არც აზერბაიჯანი – არ გვაქვს დინასტიური ავტორიტარიზმისთვის აუცილებელი სიმდიდრე და ბიძინას 7 მილიარდი არაა ამისთვის საკმარისი. ხოდა, ივანიშვილმა შეიძლება გაასწროს, მაგრამ აჩიკო თალაკვაძეებს ფეხმძიმე ალუჩებიც კი აღარ მიესალმებიან “ნაოცნებარ” საქართველოში.

ვდგავართ ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ – ნორვეგია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო დღეებში აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. “შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე დაუნდობელი თავდასხმებით. გვაშფოთებს უბრალო მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოები ტარგეტირება სატელეფონო ზარებითა და აგენტის იარლიყის მიმწებებელი პოსტერებით. ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც საკუთარ დემოკრატიას იცავენ, მათ შორის “უცხოური გავლენის კანონის” პროტესტით.” […]

კალაძე: გვინდა უცხოური გავლენის შემცირება – ამერიკული, ევროპული, რუსული გავლენების

არ გვინდა ეს რუსეთი, კაცო! გვინდა ეს ევროპული მომავალი, მაგრამ ღირსებით, თავაწეულები ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. გავამყაროთ სუვერენიტეტი. აღნიშნულ კანონზე პირდაპირ ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ. ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები. გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა, ევროპული გავლენა, რუსული გავლენა, კიდევ სხვა ქვეყნების გავლენები. არის რაღაც საკითხები, რაზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი.

20 საათი დაგრჩათ მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი – დიმიტრი სამხარაძე

20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, 5ლე ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი!”– წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელსაც შვილის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნეს. “20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველანი ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ დიდად არ შევცდები! თქვენ […]

სახალხო დამცველის აპარატი – თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს – სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შესახვედრად

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს […]

საქართველოს მთავრობამ აღებული კურსი უნდა შეცვალოს, რომ გაგრძელდეს აშშ-სთან 30-წლიანი თანამშრომლობა – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ამისთვის მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს. ასე უპასუხა მან ბრიფინგზე დასმულ კითხვას – კითხვის ავტორმა ჟურნალისტმა თქვა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან და დაინტერესდა კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც დაადასტურებდა აშშ-ის განცხადებებს, რომ ის ქართველი ხალხის გვერდით დგას. “ღრმად ვართ […]