ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჯო ბაიდენმა, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით, შეცდომა დაუშვა – დავამარცხებთ „ჰამასს“, მათ შორის რაფაჰში, სხვა არჩევანი არ გვაქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ისრაელის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჯო ბაიდენი და ის იპოვიან გზებს უთანხმოების დასაძლევად. “ჯო ბაიდენს მრავალი წელია ვიცნობ. ჩვენ ხშირად გვქონდა შეთანხმებები, მაგრამ გვქონდა უთანხმოებებიც და შევძელით მათი დაძლევა. იმედი მაქვს, რომ ახლაც შევძლებთ მათ დაძლევას”, […]
მოსკოვის მერის ინფორმაციით, დედაქალაქზე დრონით თავდასხმა სცადეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა, – ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება. „თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე. რუსეთის დედაქალაქის მერის განმარტებით, შემთხვევის […]
რობერტა მეცოლა – ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად მეტი უნდა გავაკეთოთ

ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ევროკავშირში. ევროპარლამენტის […]
ალექსანდრე სტუბი – უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე სტუბი მიიჩნევს, რომ ამჟამად, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე გადის. “ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ არსებობს მშვიდობის გულწრფელი სურვილი“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები მიიწვია სამშვიდობო სამიტზე, რომელიც შვეიცარიაში 2024 წლის 15-16 ივნისს გაიმართება. ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს […]
ჯაფარიძეს სახლთან დახვდნენ – “ქვეშა@ვია ვირთხა სი@ებო, მოდით, დაგაჭედებთ”

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, აქვეყნებს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, სახლთან, ეზოში, დახვდა 4 პირბადიანი პირი, ნაწილი მანქანების უკან იმალებოდნენ, ნაწილი – ბუჩქებში. ზურა ჯაფარიძემ მათ დაუძახა რომ გამოსულიყვნენ ღიად, მაგრამ არ გამოვიდნენ. -ქვეშა@ვია ვირთხა სი@ებო, მოდით, დაგაჭედებთ, – დაუძახა მათ ჯაფარიძემ. ზურა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, წერს: “თუ გაინტესებთ როგორ გამოიყურებიან ნიღაბს ამოფარებული კუანა &₾ეები, ახლა დამხვდნენ სახლთან”
ახალგაზრდა ამერიკელთა არჩევანი – ბაიდენი თუ ტრამპი?

ამერიკელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საპრეზიდენტო მარათონში კანდიდატების გამოკვეთილი არჩევანით უკმაყოფილოა. გამოკითხვების მიხედვით, მათ ბიულეტენზე ახალი კანდიდატის ნახვა ერჩივნათ, ნაწილობრივ მათი ასაკის გამოც. „ამერიკის ხმა“ შეეცადა გაერკვია, ვის შეეძლება ახალგაზრდა ამომრჩევლის მეტად მიმხრობა.
ზურიაშვილი: ხელისუფლებამ აამოქმედა რეპრესიები, უტევს მედიას, ოპონენტებს

ზონდერ ჯგუფები ფიზიკურად უსწორდებიან პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და მასწავლებლებს, ვინც “რუსული კანონის” წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. „ოცნება“ რუსულ სტილში თავს ესხმის კრიტიკულ მედიას, ჟურნალისტებს ურეკავენ და ემუქრებიან. უკანონოდ დააკავეს ბლოგერი უჩა აბაშიძე
ჭავჭავაძეზე მსვლელობისას სავარაუდოდ 7 ადამიანია დააკავეს – რა ვიცით მათზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას 9 მაისის ღამეს პოლიციამ სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავა. ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას თავად დაკავებულები ავრცელებენ – შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაკავებულების შესახებ კითხვას არ პასუხობს. ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვაზუსტებთ, რას ედავება პოლიცია დაკავებულებს. ერთ-ერთი დაკავებულის, თინა ვაშაკიძის თქმით, ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოუშვეს, […]
ნოდარ მელაძე – ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება

ამ წუთებში ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება, – ამის შესაზებ ნოდარ მელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები სხედან. ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მან ჩასაფრებაზე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც 112-თან გადაამისამართა. ნოდარ მელაძის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც. ნოდარ მელაძემ პირდაპირი ეთერიდან მიმართა შსს-ს და სპეციალურ […]
,, ჩემს მიმართ რამე უსამართლობას როცა ჩადიოდა ეგ საშინელი არხი, მაგათ ვთაგავდი ხოლმე” – ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი, მსახიობი ნიკა ქავთარაძე ,,იმედიდან” თანამშრომლების წამოსვლაზე: “TV იმედი” -დან წამოსული სამი ადამიანი ძალიან დიდი ხანია ჩემი აქაურიც და ისეც “ფრენდია”. ჩემს მიმართ რამე უსამართლობას როცა ჩადიოდა ეგ საშინელი არხი, მაგათ ვთაგავდი ხოლმე. აქციებზეც არაერთხელ მინახავს მინინუმ 2 მაგათგან. ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ახლა თუ რამე გახდის ამ მართლა რთულ გადაწყვეტილებას ნამდვილად […]