“ქართულმა ოცნებამ” მხარდამჭერები ინტელექტის მიხედვით დათვალა – ირაკლი კობახიძე

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქვეყნებს „ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი“. ვრცელ წერილში კობახიძე საქართველოში ბოლოს წლებში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ერთი ახალგაზრდის დამოკიდებულებას განაზოგადებს და წერს, რომ ეს ახალგაზრდა „ნაციონალების“ სახეა, რომელიც ხან პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც მედიისა და ლექტორების გავლენით მოქმედებს – პოსტებს წერს ფეისბუკში და დგას აქციებზე, „ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი – ხან […]
ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ Telegram-ზე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი წერს. მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ მიშუსტინი პრეზიდენტს მინისტრების კანდიდატურებს წარუდგენს. ფორმალურად მიშუსტინი თანამდებობიდან 7 მაისს გადადგა, მას შემდეგ რაც პუტინის ახალი საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად დაიწყო. 58 წლის მიშუსტინი პრემიერის თანამდებობას 2020 წლის იანვრიდან იკავებდა.
“გაანათე საქართველო”! – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო პერფორმანსი დაანონსდა

დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი საპროტესტო პერფორმანსი “გაანათე საქართველო” დაანონსდა. ინფორმაციას “თავისუფალი საზოგადოება” ავრცელებს. პარასკევს, 10 მაისს, 23:59 საათზე, ყველამ ავანთოთ ფარნები და შევეგებოთ ევროპის დღეს ერთობით სადაც არ უნდა იყო, აქციაზე, სახლში, მანქანაში, სამსახურში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში… კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთმანეთსა და მსოფლიოს, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია! ერთობით ყველაფერს შევძლებთ!, წერს “თავისუფალი საზოგადოება” სოციალურ ქსელში.
გუმბათი ჯგუფი – 26 წელი თქვენთან ერთად და აშენებული 1 000 000 კვ/მ

დეველოპერული და სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ 26 წლისაა. ამ წლების განმავლობაში „გუმბათმა“ მილიონი კვადრატული მეტრი ააშენა. მათ შორის, ორი ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი, ათობით კომერციული და საცხოვრებელი ფართი. ისტორია „გუმბათი ჯგუფის“ ისტორია 1998 წელს დაიწყო, რომლის თავდაპირველი საქმიანობა რეკონსტრუქციულ და სარემონტო სამუშაოებს მოიცავდა, 2005 წლის შემდეგ კი ის უძრავი ქონების დეველოპმენტშიც ჩაერთო. 2019 წელს „გუმბათი ჯგუფმა“ […]
ზურა ჯაფარიძის თქმით, გუშინ ღამით სახლთან ნიღბიანი პირები ჩაუსაფრდნენ

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუშინ 9 მაისს გვიან ღამით სახლთან ნიღბიანი პირები ჩაუსაფრდნენ, თუმცა მასზე თავდასხმა ვერ მოახერხეს. ჯაფარიძის თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე პირი შენიშნა, რომლებსაც სახე პირბადეებით ჰქონდათ დაფარული და იმალებოდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და […]
ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს – ირაკლი კობახიძე

ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს – ირაკლი კობახიძე ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს”- ამ სათაურით აქვეყნებს წერილს პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, […]
იანვარ-მარტში ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებები თურქეთი და რუსეთი იყო

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურები 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური […]
დარჩიაშვილი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოფილმა ელჩმა გადაწყვეტილებით “შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს”. “მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, […]
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებით და რაკეტებით

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, 10 მაისს, საოკუპაციო ძალებმა ეს-300 ტიპის რაკეტით დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს, სადაც სრულად, ან ნაწილობრივ დანგრეულია 26 კერძო სახლი. დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი. გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის რამდენიმე ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის […]
4 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 334 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან აპრილში 125 ფაქტია გამოვლენილი

2024 წლის იანვრიდან დღემდე ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334 ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644 კუბური მეტრი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების […]