TAV Holding-მა საქართველოდან 115.2 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო – როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები?

აეროპორტების გლობალური ოპერატორი TAV Holding-ი გასულ წელს 95.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. TAV Holding-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ჯგუფის შემოსავალი 258 მილიონი ევროთი, ანუ 24.6%-ით გაიზარდა. TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტებზე მოდის, შემდეგ მას მოჰყვება ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები. […]

თანამდებობის პირებს დეკლარაციაში ნაღდი ფულის მითითებისას თანხის წარმომავლობის წყაროს მითითება დაევალებათ

თანამდებობის პირებს დეკლარაციაში ნაღდი ფულის მითითებისას თანხის წარმომავლობის წყაროს მითითება დაევალებათ – ამას ითვალისწინებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავდნენ. კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან. ქონებრივი დეკლარაციების პორტალზე არაერთი საჯარო მოხელე უთითებს, რომ მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი დანაზოგები ნაღდი ფულადი სახსრების სახით, საუბარია $40 ათას; $100 […]

“ახალ მწვრთნელს დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს” – ფედელემ “ნაპოლის” ვარიანტები შესთავაზა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ TMW Radio-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. ფედელეს თქმით, “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი ავტორიტეტულ სპეციალისტზე უნდა შეაჩეროს. “თუ “ნაპოლი” არჩევანს პიოლიზე გააკეთებს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, “მილანის” ფანების მოთხოვნამ, რომ სტეფანოს კლუბი დაეტოვებინა, ძალიან გამაკვირვა. პიოლის წნეხის ქვეშ მუშაობაც ეხერხება, რაც ნეაპოლური კლუბისთვის დიდი პლუსია. […]

IDF: რკინის გუმბათმა რაფადან გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის რკინის გუმბათმა ქალაქ რაფას ტერიტორიიდან გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდო. ქალაქი რაფა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარეობს და ეგვიპტეს ესაზღვრება. 10 მაისის დილას ისრაელის ცენტრალურ ტერიტორიაზე განგაშის სირენების ხმა ისმოდა, რაც, სავარაუდოდ, რაფადან გაშვებულმა რაკეტებმა გამოიწვია. ისრაელის მტკიცებით, რაფას თავს აფარებენ ჰამასის დარჩენილი ძირითადი დანაყოფები. რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 მაისს სახმელეთო […]

რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის, ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს, ოლიმპიური საგზური მოიპოვა რამაზ ზოიძემ, რომელსაც მიზნის მისაღწევად მხოლოდ ტურნირის ფინალში გასვლა მოეთხოვებოდა. რამაზ ზოიძემ (67 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელი ლეი ლი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია აქვს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილს (97 კგ), რომელმაც პარიზში […]

პაატა მანჯგალაძე – დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც „ქართული ოცნება“ – ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ

დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, აქციის მონაწილეებზე თავდასხმას გამოეხმაურა. მანჯგალაძის თქმით, „ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი და სწორედ ამ პროცესშია, სამწუხაროდ, […]

ერევანში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ასევე იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე სომხეთის მთავრობის შენობასთან. ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, გადაკეტილია რამდენიმე გზა და გზატკეცილი. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ და აზერბაიჯანისთვის სასაზღვრო ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების გადაცემის გეგმას აპროტესტებენ. მანამდე, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსთანიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები […]

საკუთარ ხალხზე ძალადობა მიუღებელია და ამის წინააღმდეგ ხმა ყველამ უნდა ამოიღოს – რესან ქიქავა

“ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორის, რესან ქიქავას შეფასებით, მთავრობის მხრიდან ევროპელი დიპლომატებისადმი დაფიქსირებული მიუღებელი დემარშის პირობებში, ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი, რომლის წინააღმდეგ ხმა ყველამ უნდა ამოიღოს. ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. “ორი დღის წინ გავაცილეთ პოლონეთის ელჩი, რომელმაც თითქმის ათი წელი გაატარა საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ორმხრივ ურთიერთობებში. […]

ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. შსს -ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შეგახსენებთ გამოძიება სხვადასხვა სამთავრობო უწყების, […]

გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოფილმა ელჩმა გადაწყვეტილებით “შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს”. “მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, […]