“გაანათე საქართველო”! – ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო პერფორმანსი დაანონსდა

დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი საპროტესტო პერფორმანსი “გაანათე საქართველო” დაანონსდა. ინფორმაციას “თავისუფალი საზოგადოება” ავრცელებს.
პარასკევს, 10 მაისს, 23:59 საათზე, ყველამ ავანთოთ ფარნები და შევეგებოთ ევროპის დღეს ერთობით
სადაც არ უნდა იყო, აქციაზე, სახლში, მანქანაში, სამსახურში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში… კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთმანეთსა და მსოფლიოს, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია!
ერთობით ყველაფერს შევძლებთ!, წერს “თავისუფალი საზოგადოება” სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია