ერევანში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ასევე იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე სომხეთის მთავრობის შენობასთან.
ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, გადაკეტილია რამდენიმე გზა და გზატკეცილი.
აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ და აზერბაიჯანისთვის სასაზღვრო ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების გადაცემის გეგმას აპროტესტებენ. მანამდე, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსთანიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარლამენტში იმპიჩმენტის გზით გადადგომასაც მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება – ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი

ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში