მინისტრმა დარჩიაშვილმა სახელმწიფოს შეურაცხყოფა უწოდა საფრანგეთში ყოფილი ელჩის განცხადებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სახელმწიფოს შეურაცხყოფად მიიჩნევს განცხადებას, რომელიც საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს დღეს უკვე ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა ხუთშაბათს, 9 მაისს. ჯავახიშვილმა ელჩის თანამდებობა დატოვა „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის და „ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებებისადმი დასავლეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქციის ფონზე. დიპლომატის თანახმად, ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო საქართველოს მეგობრებთან […]
ერთ წელიწადში სამედიცინო პროდუქცია გაიაფდა, სერვისები კი გაძვირდა

აპრილში, საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, ფასები წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა. ფასების 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის, ასევე ამბულატორიული მომსახურების ქვეჯგუფებში. საავადმყოფოების მომსახურება კი 0,3%-ით გაძვირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. რაც შეეხება ცვლილებას წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 0,3%-ით გაიზარდა. ამასთან, 1,4%-ით გაიაფდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა. 3-4%-იანი ზრდა […]
ნინო ზურიაშვილის მანქანა დააზიანეს და სახლის ფასადზე გააკრეს სიძულვილის პლაკატები

დღეს, 10 მაისს დილით „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და მასზე სიძულვილის შემცველი წარწერები დატოვეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რადგან უკვე მესამე დღეა ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების ოფისებთან და სახლებთან სიძულვილის შემცველ პლაკატებს და წარწერებს ტოვებენ. დღეს განცხადება გაავრცელა „სტუდია მონიტორმა“, რომელიც ამ ყველაფერს ტერორად აფასებს. „დღეს დილით ნინო ზურიაშვილის […]
აღდგომის კვირაში ამდენი სიძულვილი და ძალადობა არ გამიგია – სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის “ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი”. “ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” […]
გერმანია აცხადებს, რომ მოკავშირეები უკრაინას მიაწვდიან სამ სარაკეტო-საარტილერიო სისტემას

დასავლელი მოკავშირეები უკრაინას მიაწვდიან სამ მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას ანუ HIMARS-ს – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 9 მაისს. “ისინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგიდანაა და მათ საფასურს ჩვენ გადავიხდით”, – თქვა პისტორიუსმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ. HIMARS-ი არის სარაკეტო დანადგარი, რომელსაც სატვირთო მანქანაზე ამაგრებენ და რომელსაც შეუძლია სწრაფი ციკლით გაუშვას […]
ხათუნა ბურკაძე – პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლისა და ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის კურსდამთავრებულს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა. – ქალბატონო ხათუნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკელმა სენატორებმა გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, […]
ომბუდსმენის აპარატი – რწმუნებულებმა 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, უჩა აბაშიძე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ომბუდსმენის აპარატი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი […]
დიმიტრი ჩიქოვანი – გაგვლახავენ და ავდგებით, „რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ – გამოვალთ!

გაგვლახავენ და ავდგებით, „რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ – გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია. „გაგვლახავენ და ავდგებით, “რობოკოპებით” გაგვწევენ და რუსთაველზე […]
თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვებაზე – ვწუხვარ და ვგმობ ამ საქციელს – ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს

ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და… ამ ელჩივით მოიქცეს, რადგან შეგვაქებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას. წულუკიანის თქმით, […]
გაერო კენჭს უყრის რეზოლუციას პალესტინისთვის ახალი უფლებების მინიჭებაზე და გაეროს წევრობის ძალისხმევის აღდგენაზე

გაეროს გენერალური ასამბლეა 10 მაისს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც პალესტინას ანიჭებს ახალ “უფლებებსა და პრივილეგიებს” და უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დადებითად გადასინჯოს მისი თხოვნა, გახდეს გაეროს 194-ე წევრი. აშშ-მა 18 აპრილს ვეტო დაადო საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ფართო მხარდაჭერა ჰქონდა და რომელიც პალესტინას გზას უხსნიდა გაეროს სრულუფლებიანი წევრობისკენ – მიზნისკენ, რომელსაც პალესტინელები დიდი ხანია ელტვიან და რომელსაც […]