დღეს ინვესტორებისგან უამრავ კითხვას ვიღებ… წარმოიდგინეთ, რა მოხდება კანონის მიღების შემდეგ?! – საშა ტერნესი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელი, საშა ტერნესი აცხადებს, რომ უკვე უამრავ კითხვას იღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც ტერნესმა 9 ბიზნესგაერთიანების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონის მიღება ქმედებებში აისახება და ინვესტიციებს შეაფერხებს. “სრულიად ვეთანხმებით, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების სახელით მსურს ჩვენი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, არ […]

ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას დაურეკეს და დაემუქრნენ – დაუსჯელი არავინ დარჩება! – მივმართეთ გენერალურ პროკურორს, გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყონ

ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება. მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გამოძიებას დაიწყებს. „როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს […]

“ყველა გულწრფელ ახალფაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ” – ირაკლი კობახიძე

“ყველა გულწრფელ ახალფაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ” – ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აქციებზე კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურობენ. “გამჭვირვალობის […]

ომბუდსმენის აპარატი: აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეირაცხყოფაზე საუბრობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი აბაშიძეს შეხვდა. აპარატის ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერი სახლის ჩხრეკის პერიოდში სისტემატურად ითხოვდა ადვოკატის შეშვებას, თუმცა უშედეგოდ. “სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. აღნიშნულ […]

12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 – 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

უჩა აბაშიძის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე, პოლიციამ კიდევ 10 ადამიანი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისს ჯამში 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია. გამოძება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ანტირუსული აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი გუშინ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პოლიცია მის სახლში შევიდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, რომელიც რამდენიმე […]

TV პირველთან მანქანებში ნიღბიანი პირები ჩასაფრებას აწყობდნენ, არ მოსულა პოლიცია – მელაძე

გასულ ღამეს ტელეკომპანია პირველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელევიზიის თანამშრომლებმა შენიშნეს ორი მანქანა, რომელშიც, მათი თქმით, ნიღბიანი პირები ისხდნენ და ჩასაფრებას აწყობდნენ. როგორც არხის საინფორმაციო განყოფილების დირექტორი ნოდარ მელაძე ამბობს, გამოძახებაზე არ მივიდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები – “5 გამოძახებიდან 5-ივე დააიგნორეს”. “ნიღბიანი პირები ორი ჯიპით, რომელსაც არ ჰქონდა სახელწმიფო ნომრები და იმყოფებოდნენ საეჭვო ტრანზიტულ ნომრებზე, […]

“აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან, ესეც სარწმუნოება” – სალომე ზურაბიშვილი

“აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან, ესეც სარწმუნოება” – სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს სადაც მმართველ პარტიას აკრიტიკებს. “ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. როდესაც ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა […]

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აქციებზე დაკავებული პირების უფლებების დაცვის პროცესში გამოვლენილ „პრობლემურ ტენდენციებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებებს იცავენ, ასახელებენ პრობლემურ ტენდენციებს, რომლებიც მათ მიერ პროცესში გამოიკვეთა. მათ შორის, 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა; ასევე, დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება და დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება. „8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ […]

პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის მედიისთვის დახურული იქნება. ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს ბიზნესთან მსგავსი ტიპის პირველი შეხვედრაა. შეხვედრა 17:00 საათისთვისაა ჩანიშნული.