„საპენსიო ფონდის რეალური ზედამხედველობა ფაქტობრივად სამთავრობო სტრუქტურის ქვეშ მოექცა და პარლამენტი საერთოდ „ჩახსნეს“ – ლევან კობერიძე

ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში და მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ, უარყოფითად აფასებს. როგორც ლევან კობერიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ საპენსიო სისტემის მოდელში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ფაქტობრივად პირდაპირ შეეძლება აიღოს თანხა და განათავსოს ნებისმიერ კომერციულ ან სამთავრობო პროექტში. […]
„ნაციონალური მოძრაობა“ – სოლიდარობას ვუცხადებთ გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თანამემამულეებს – საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! – ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!

გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ: საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება! – აღნიშნულის შესახებ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. პარტია აღნიშნული განცხადებით ეხმაურება, მათ შორის აქტივისტების დაკავებას ჭავჭავაძის გამზირზე. „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებს აქტიურად აგრძელებს. გუშინ საღამოს ყველამ ნათლად ვიხილეთ სამხედრო ექსპერტ […]
უჩა აბაშიძე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას 9 მაისს დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძისა და მისი მხარდამჭერების მსვლელობისას დაკავებული შვიდი მოქალაქის შესახებ. განცხადებაში, რომელიც 10 მაისს გაავრცელა ომბუდსმენმა, ნათქვამია, რომ “სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე”. სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში უჩა აბაშიძემ თქვა, რომ ძალოვნების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას […]
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ. წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვისაც ნარჩუნდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, მეორე მოსმენით, იმ გადაწყვეტილებით დაუჭირა მხარი, რომ ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებული ყველა ნორმა შენარჩუნდება და კანონებიდან მათი ამოღება აღარ მოხდება. პირველი მოსმენით მიღებული პროექტის […]
ლეგიტიმური IQ – “ზოგადად, IQ იყოფა ამისდა მიხედვით…” – დავით მათიკაშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩველები ინტელექტის მიხედვით დაყო, ტვ პირველთან დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამბობს: “არსებობს მეცნიერება, რომელშიც ამ კონკრეტულ განცხადებაში იყო საუბარი. ეს არც “ოცნების” მოგონილია და არც პრემიერის. ზოგადად IQ იყოფა იმისდა მიხედვით, როგორი აქვს კონკრეტულ ადამიანს. არის მეცნიერება და ეს მეცნიერება იმსახურებს იმას, რომ არსებობდეს და ამაზე დაყრდნობაც არის ლეგიტიმური” […]
კირბი: რაფაში შესვლის ოპერაცია ჰამასს ვერ დაამარცხებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ჯონ კირბის თქმით, რაფაში შესვლის ოპერაცია ჰამასს ვერ დაამარცხებს. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა. კირბის თქმით, არსებობს ჰამასის განადგურების იმაზე უკეთესი გზებიც, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ რაფაში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ აშშ-ისრაელის კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს. “ეს ის არჩევანია, რომლის გაკეთებაც ისრაელს […]
9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ 11 მოქალაქე დააკავა

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გუშინ, 9 მაისის ღამეს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე 11 ადამიანი დააკავა, მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ტაბულა დაუკავშირდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტს, მათი ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან გუგა მიქებერიძე და ზურა ეგეტაშვილი, რომლებიც ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულია ასევე ვატო ბჟალავა, რომელიც ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ […]
ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია – თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება
ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია – თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება „უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევას, თუკი საქმე […]
ნორვეგია საქართველოში მუქარის შემცველ ზარებსა და აქტივისტების ცემას ეხმაურება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით: „შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიზანში ამოიღეს სატელეფონო ზარებით და პოსტერებით, რომელიც მათ „აგენტებად“ რაცხავს. ნორვეგია დგას ქართველების გვეერდით, რომლებიც იცავენ მათ დემოკრატიას მათ შორის „უცხოური […]
ანტირუსული აქციების მხარდასაჭერად ჰიპ-ჰოპ არტისტები კონცერტს მართავენ

ანტირუსული აქციების მხარდასაჭერად ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები კონცერტების სერიას აანონსებენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებს. მათი თქმით, საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდნ გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან: „არაერთხელ დამიფიქსირებია და კიდევ მრავალჯერ დავაფიქსირებ ჩემს აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს ადგილი არის ევროპაში რუსეთი ყოველთვის იყო არის და იქნება საქართველოს […]