გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის გიორგი მოსიაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის და გირჩი TV-ის თანამშრომლის – გიორგი მოსიაშვილის სახლში თბილისის კრიმინალური პოლიცია მივიდა. “გიორგი მოსიაშვილს თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. მეტი ინფო ჯერ არ მაქვს. ვარკვევთ”, – აცხადებს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანა ყურაშვილი. ცოტა ხნის წინ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დღეს უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ, […]
“გირჩი – მეტი თავისუფლება”: ვასაჯაროვებთ იმ პირის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია

“ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლება” სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ვასაჯაროვებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია. პირველად ჩვენთან Institute For Individual Liberty-ის ბანაკში გამოჩნდა, შემდეგ აქტიურად დადიოდა ოფისში, ესწრებოდა შეხვედრებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს მასზე […]
“ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის” – პაპუაშვილის უარი გერმანიას და ევროპარლამენტარებს მასპინძლობაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის არ შეხვდება ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და მასთან ერთად ჩამოსულ ევროპელ პოლიტიკოსებს. “ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის. მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შევხედრისა, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვისთვის, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა და არ არის კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და […]
რუსეთის დუმამ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცა

დუმამ რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე (პრემიერმინისტრის ანალოგი რუსეთში) მიხაილ მიშუსტინი აირჩია. პოლიტიკოსმა თანამდებობა მეორედ დაიკავა. კენჭისყრაში მონაწილეობა 432-მა დეპუტატმა მიიღო. მომხრე – 375, წინააღმდეგი – 0, თავი შეიკავა – 57. მიშუსტინმა, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, პოსტი 7 მაისს, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა. პარლამენტში კენჭისყრამდე მიშუსტინს რეკომენდაცია მე-5-ედ არჩეულმა პუტინმა გაუწია. მიხაილ მიშუსტინმა […]
პაპუაშვილი: აქციების დროს შსს სანიმუშოდ იქცეოდა

ხედავდით, რომ აქციების დროს შსს სანიმუშოდ იქცეოდა, მათ შორის, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაცვის მხრივ – საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. ვახტანგ გომელაურმა თქვა კიდეც, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა იყო, დადგა მომენტი, როცა შსს-ს რეზინის ტყვიების გამოყენებაც შეეძლო, მაგრამ არ გამოიყენეს. პოლიცია ყოველ ჯერზე უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ.
ბიზნესმენთა ნაწილი ირაკლი კობახიძეს ხვდება – ვინ მივიდა პრემიერთან კანცელარიაში

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს. კანცელარიაში შეხვედრაზე არიან როგორც კანონპროექტის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე მივიდნენ ბიზნესმენები თემურ ჭყონია, ზურა ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი, თინა სტამბოლიშვილი, ირაკლი კვერღელიძე და სხვები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. […]
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო – მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“. „გაერთიანებული […]
შალვა პაპუაშვილი – დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას

დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქციაზე, სცენაზე მდგომი NGO-ები დემონსტრანტებს მოუწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციის ან პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ, რაც თავის […]
ზურაბ ჯაფარიძე – მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! ჰაერში ვისროლე და დავემუქრე – პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა, „მერსედესი“ ადგილზე „დაბუქსავდა“ და სწრაფად „დაეშვა“ გვირაბში

მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! – ამ განცხადებას „ფეისბუქზე“ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს, რომელიც პოსტს ავტომობილის ფოტოს ურთავს თან. „გირჩი ტვ-დან” გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე […]