ვერ ვხვდები რას ნიშნავს „რუსული კანონი“… თქვენ იარლიყის პრობლემა გაქვთ? – „ორბი ჯგუფის“ დირექტორი

რომელია რუსული კანონი? – ამ კითხვით მიუბრუნდა „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იქნება თუ არა საუბარი „რუსულ კანონზე“. მედიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ კითხვა ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. „არ ვიცი… ბიზნესი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მის ზრდაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია […]

შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძის დაკავებაზე – მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი – ეს აჩვენებს, რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ

მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ არასერიოზულად აქციონ საკითხი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განმარტა, თუ რის საფუძველზე დააკავეს […]

ნიდერლანდების საელჩო – დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ

დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. „დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და […]

გრიგოლ გეგელია – კობახიძეს ვთავაზობ, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი

კობახიძეს ვთავაზობ, ჩირგვებიდან თავი ამოყოს, ერთად გავაკეთოთ IQ ტესტი, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსგავსი შემოთავაზებისთვის მზად არ არის, რადგან მან „რუსეთის მსახური თუთიყუშის რეალური ინტელექტუალური შესაძლებლობები კარგად იცის“. „სანამ სხვის IQ-ზე ისაუბრებს, ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვს, რუსების პრემიერ კობახიძეს ვთავაზობ ჩირგვებიდან თავი ამოყოს, ერთად გავაკეთოთ […]

შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს – ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის, რათა შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს – მე ვერ შევხვდები!

რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის – მე ვერ შევხვდები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული […]

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებისადმი ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მიზანია მათ მიმართ მოწოდება, რომ „საკითხებს მხოლოდ ემოციებით არ შეხედონ და რომ შინაარსია მნიშვნელოვანი“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებისადმი ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მიზანია მათ მიმართ მოწოდება, რომ „საკითხებს მხოლოდ ემოციებით არ შეხედონ და რომ შინაარსია მნიშვნელოვანი“. როგორც პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მცდელობაა წარმოჩინდეს, რომ პროტესტის ორგანიზატორი ახალგაზრდა აქტივისტებს პარტიული კუთვნილება არ აქვთ, თუმცა „სინამდვილეში ისინი არიან პოლიტიკური ჯგუფები“. „დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, ტრაფარეტებით გადაფარვაა საკითხის, […]

გიგა ბოკერია – საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ

საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. გიგა ბოკერიას განცხადებით, „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი, საქართველოს თავისუფლებისთვისა და მომავლისთვის ბრძოლა ქვემოდან ზემოთ წამოსული პროცესია, რომელიც აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და ახალგაზრდებს მიჰყავთ. „ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს 11 მაისი, 19:00 საათი დიდი შეკრების […]

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში ვიზიტით მყოფ ტრაპიზონის გუბერნატორ აზიზ ილდირიმთან და ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ უნსალთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „თურქეთი ინარჩუნებს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ინვესტორის პოზიციას. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება […]

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – ვიღებთ ბევრ ზარს, შეკითხვას – კომპანიები ცდილობენ გაიგონ, რა ხდება და სად მივდივართ

უამრავ სატელეფონო ზარს და შეკითხვას ვიღებთ, რადგან კომპანიები ცდილობენ, გაიგონ, რა ხდება და საით მივდივართ. თუკი კომპანია ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეაჩერებს, ეს 4-5 წლით უკან დაბრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (EBA) ვიცე-პრეზიდენტმა, ირინა საკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კომპანიების უმეტესობას ინვესტიციის […]

ფიშერი: ძალადობა, დაშინება, მათ შორის გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, მიუღებელია

ძალადობა და დაშინება, მათ შორის გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ, მიუღებელია. კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. დემოკრატია მოითხოვს არაძალადობას.