ზურა ჯაფარიძე: მეორედ ჩამისაფრდნენ, გამაფრთხილებლად ვისროლე და გაიქცნენ

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ განცხადებით, „გირჩი TV-ს“ ოფისთან ზურა ჯაფარიძეს ნიღბიანი პირები დღესაც ჩაუსაფრდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ იმ დროს, როცა ჯაფარიძე საკუთარ მანქანასთან მიდიოდა, უცნობი ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. აღნიშნულის შემდეგ პარტიის განცხადებით, ნიღბიანი პირი გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა: „ზურაბ […]

“კანონი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან” – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. “ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი […]

„ბიზნესისადმი ასეთი ლოიალური მთავრობა არ გვყოლია“ – მინდია საბანაძე პრემიერთან შეხვედრამდე

„ბიზნესისადმი ასეთი ლოიალური მთავრობა არ გვყოლია“ – ასე აფასებს მთავრობის მხრიდან ბიზნესისადმი დამოკიდებულებას ბინზესმენი, IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე სხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

ვერ ვხვდები რას ნიშნავს „რუსული კანონი“… თქვენ იარლიყის პრობლემა გაქვთ? – “ორბი ჯგუფის” დირექტორი

რომელია რუსული კანონი? – ამ კითხვით მიუბრუნდა „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იქნება თუ არა საუბარი „რუსულ კანონზე“. მედიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ კითხვა ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. „არ ვიცი… ბიზნესი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მის ზრდაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია […]

ჯაფარიძე: მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე

მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში ვისროლე და დავემუქრე პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა. ეს მერსედესი ადგილზე […]

არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ – შსს-მ 15 პირი დააკავა

არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნების მიმართ ტრეფიკინგის, ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან ძარცვისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან და გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული […]

„ჩემი პოზიცია საქართველოს ერთობაა“ – ლაშა პაპაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მხრიდან მისი პოზიციის დაფიქსირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს: „ჩემი პოზიცია საქართველოს ერთობაა“. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულ ბიზნესმენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რაზე აპირებს ბიზნესმენი პრემიერთან საუბარს, რაზეც მან უპასუხა, რომ მთავრობასთან რჩევები ყოველთვის აქვს, თუმცა მათზე საუბარს წინასწარ არ აპირებს: […]

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6755 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8812 ლარს შეადგენდა. […]

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, ძარცვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან და გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. […]

„ბიზნესისადმი ასეთი ლოიალური მთავრობა არ გვყოლია“ – მინდია საბანაძე

„ბიზნესისადმი ასეთი ლოიალური მთავრობა არ გვყოლია“ – ასე აფასებს მთავრობის მხრიდან ბიზნესისადმი დამოკიდებულებას ბიზნესმენი, IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე სხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა ბიზნესმენმა – რატომ ჩანიშნა პრემიერმა შეხვედრა ბიზნესმენებთან, რაზედაც საბანაძემ უპასუხა, რომ განსახილველ საკითხებზე წარმოდგენა […]