აღარ იძებნება დიტო სამხარაძის პოსტი, რომელშიც ზურა ჯაფარიძეს ემუქრებოდა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ემუქრება. მან ჯაფარიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადება დღეს, 10 მაისს, Facebook-ზე გაავრცელა, თუმცა აღნიშნული განცხადება სამხარაძის გვერდზე აღარ იძებნება. დიტო სამხარაძის მტკიცებით, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ წევრებს მისი და მისი ოჯახის წევრების „ბულინგი“ დაავალა. სამხარაძის მტკიცებითვე, სწორედ ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მისწერეს მას […]
პაპუაშვილის თქმით, “ვერ შეხვდება” ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერ შეხვდება გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას, რომელიც საქართველოში 13-14 მაისს ჩამოდის. პაპუაშვილის თქმით, სტუმრებმა არ გაითვალისწინეს მისი რჩევა ვიზიტის გადადების თაობაზე. „რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის ჩემთან შეხვედრისა. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო […]
რუსეთმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევები გააძლიერა

ხარკოვის ობლასტის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ობლასტის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევები გაააქტიურა და გააძლიერა. “ოკუპანტებმა ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევები გააძლიერეს. უპირველეს ყოვლისა, მტერს იერიში ვოვჩანკის ქალაქზე მიაქვს. მართვადი საავიაციო ბომბების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით და არტილერიით ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებების მხრიდან საზღვრის გარღვევის წარუმატებელი მცდელობები იყო”. – თქვა […]
მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში

თბილისში გრძელდება მრავალათასიანი აქციები, სადაც მოსახლეობა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტს აპროტესტებს. მთავრობა აქციებს პერიოდულად ძალადობრივი მეთოდებით შლის. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა თბილისი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მისი დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე – შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე

საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე – შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება, სადაც ამოვიკითხე „უკანონო დაკავებები“. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას. „გავიგეთ, რომ ყველა საკითხთან […]
შსს: 9 მაისს ჭავჭავაძეზე 11 ადამიანი დავაკავეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს და მის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს მსვლელობით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11 მოქალაქე დააკავა. მათგან ხუთი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბლოგერ უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და […]
დეტალურად არ წამიკითხავს – გიორგი სულამანიძე “რუსულ კანონზე”

არ ვიცი, დეტალები არ წამიკითხავს,- ასე უპასუხა “აპტოსის” გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი სულამანიძემ ჟურნალისტების კითხვას „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, არ იცის განიხილება თუ არა ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე. „მე პირადად წარმომადგენელი ვარ ბიზნესის, რომელიც მუშაობს ექსპორტზე. კანონი დეტალურად არ წამიკითხავს. იქნება თუ არა განხილვა ამაზე და ეხება თუ არა ჩემს ბიზნესს, არ ვიცი“, – […]
“ივანიშვილი ცახცახებს, შეიძლება, ბუნკერსაც თხრის საკუთარ სახლში” – მელია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია: ივანიშვილი, როგორც არასოდეს არის სუსტი და ამით არის განპირობებული ის არანორმალური ქცევა, რომლითაც ხასიათდება მისი წარმომადგენლები. როდესაც შენ გეშინია და უკვე ვეღარც უშვებ იმის ალბათობას, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, დგახარ ასლან აბაშიძის გზაზე. ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ, როდესაც სახლებში გვივარდებიან, თუნდაც გვისაფრდებიან, ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და […]
გირჩი TV-ს თანამშრომლის სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა

გირჩი TV-ის თანამშრომელ, გიორგი მოსიაშვილის სახლში დღეს კრიმინალური პოლიცია შევიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გირჩის პიარ-მენეჯერი, ანა ყურაშვილი ავრცელებს. “გირჩი ტივის თანამშრომელს და ჩვენს წევრს – გიორგი მოსიაშვილს, თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. 10 მაისს, გიორგი მოსიაშვილს სამთავრობო არხმა, ტელეკომპანია იმედმა, მათი მტკიცებით ფარული ჩანაწერი გაუვრცელა, სადაც მათი ინფორმაციით მოსიაშვილი გზების […]
ე.წ „რუსული კანონის“ III მოსმენით განხილვის გამო პაპუაშვილმა EU-ის ქვეყნების დელეგაციებს შეხვედრაზე უარი უთხრა

შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს უთხრა, რომ 13-14 მაისი საქართველოში ვიზიტისთვის ცუდი დროა და ის მათ ვერ შეხვდება. როგორც პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დელეგაციებმა მისი რჩევა არ მიიღეს და საქართველოში მაინც ჩამოდიან. „რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნების, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა გამოთქვეს ვიზიტის სურვილი, მათ შორის გამოთქვეს […]