პაპუაშვილი არ შეხვდება ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, დღეს 10 მაისს პარტია “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს არ შეხვდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტარებმა ევროპის დედაქალაქებიდან, საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს “რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნების, გერმანია ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი თუ არ ვცდები, […]
საქართველოში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით კრიმინალური ჯგუფის 15 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული 15 პირიდან შვიდს ბრალად ედება არასრულწლოვანების ჩართვა ტრეფიკინგში, რვას კი – ორგანიზებული ძარცვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაკავებულებიდან სამი წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დააკავა. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა […]
დიტო სამხარაძის პოსტი, სადაც ზურა ჯაფარიძეს ემუქრებოდა, აღარ იძებნება

ოცნების დეპუტატის, დიტო სამხარაძის პოსტი, სადაც ის გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს აგინებს და ემუქრება, მის Facebook-გვერდზე აღარ იძებნება. “ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი. გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო, მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა, ღორივით დაგაგდო, შენ დედას, რომ […]
“ამ წამს დაგვხვდა 4 ნიღბიანი, ამ მანქანით!” – გიორგი მუმლაძე ფოტოს აქვეყნებს

ამ წამს დაგვხვდა 4 ნიღბიანი ჩემი სოფლის შესასვლელთან, ამ მანქანით!
“დამონტაჟებული ჩანაწერია” – რას წერდა პოლიციაში გადაყვანამდე “გირჩი ტივის” თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი

გირჩი ტივის თანამშრომელს და ჩვენს წევრს – გიორგი მოსიაშვილს Mo Se, თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. მეტი ინფო ჯერ არ მაქვს. ვარკვევთ,” – წერს ანა ყურაშვილი. რა სიბინძურეც ჩემზე გაავრცელეს პროპაგანდისტულმა არხებმა, ძირითადი ნაწილი არის დამონტაჟებული და სიტყვები ჩაკერებული თან არის ძველი ჩანაწერი. მაგრამ ესენი რომ უნდა წავიდნენ და გმირთა მოედანს […]
“თუ გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ EU-ის წევრი, კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ” – საფრანგეთის სავაჭრო პალატა

9 ბიზნესგაერთიანების ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტს რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდა საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯავახიშვილმა. მისი თქმით, პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, რისი ვალდებულებაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს. “ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ბიზნესასოციაციების პოზიციის დაფიქსირება “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კანონპროექტმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნა ინიციირებული, […]
ადვოკატი – უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს, დაზიანებებზე არ უსაუბრია – ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი

დაკავებული სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ დიღმის სამმართველო დატოვა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძეს ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც მისთვის არ გადაუციათ. “მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ . კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც […]
შალვა პაპუაშვილი – ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს – ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა

ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს – ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის წერილზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“. პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ნაკლები მნიშვნელობა […]
მუქარის ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და მოღალატეებად შემრაცხავ პოსტერებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში – ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. “გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნეს ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს […]
გირჩი TV-ს თანამშრომელი სავარაუდოდ დააკავეს

გირჩი TV-ს თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიციამ ის რუსთავიდან თბილისში გადმოიყვანა. „ნეტგაზეთი“ ამ წუთებში ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს რა საფუძვლიდ ხდება გიორგი მოსიაშვილის განყოფილებაში გადაყვანა, თუმცა უწყების პრესსამსახურები ჩვენს ზარებს არ პასუხობენ: „პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი არ ვიცით სად ჰყავთ, არ […]