მამუკა მდინარაძე – პარადოქსია რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს უზრუნველყოფილი იქნა წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე

რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უპასუხოდ დარჩა კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს. მისივე თქმით, არსებობს […]
“დაუშვებელია მსჯელობა ნებისმიერ რამეზე, რაც ევროპას გვაშორებს” – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაუშვებელია ნებისმიერ რამეზე მსჯელობა, რაც ევროპას გვაშორებს. ამის შესახებ შოთა ბურჯანაძე 9 ბიზნესგაერთიანებების ერთობლივ პრესკონფერენციაზე “რუსული კანონის” უარყოფით გავლენაზე საუბრისას განაცხადა. “მინდა, მადლობა გადავუხადო თაობას, რომელიც დღეს დგას და იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თაობას, რომელიც უკვე არის ევროპაში და ევროპული, თაობას, რომელიც იცავს თავისუფლებას და თანასწორობას”, – აღნიშნა გაერთიანების ხელმძღვანელმა და თქვა: […]
HRW: კანონპროექტი ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც “გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”, ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში”. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება”. […]
რუსეთი ხარკივს უტევს

ხარკივის მახლობლად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსულმა ძალებმა სახმელეთო შეტევა დაიწყეს. უკრაინას დამატებითი დახმარების გაგზავნა დასჭირდა სასაზღვრო რეგიონებში, ვინაიდან თავდასხმები იქაც გაძლიერდა. გარდა ამისა, უკრაინის თვადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა დაარტყა სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკს მართვადი საჰაერო ბომბებითა და არტილერიით. „დაახლოებით დილის 5 საათზე, მტერს ჰქონდა მცდელობა, გაერღვია ჩვენი თავდაცვითი ხაზი ჯავშანტექნიკის საფარქვეშ… ამ დროისთვის, ეს თავდასხმები მოგერიებულია. […]
ამერიკასთან თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს – მილერი

“კვლავ არის დრო იმისა, რომ თანამშრომლობით ვიმუშაოთ საქართველოსთან, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს” – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 9 მაისს, ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა. მეთიუ მილერმა ამჯერად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების დევნის, ჩასაფრებისა და ცემის ფაქტებზე, ჟურნალისტების შევიწროებასა და სხვა შემთხვევებზეც ისაუბრა და მთავრობას […]
ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა

9 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობით, უკრაინის არმიის ყოფილი მეთაური დიდ ბრიტანეთში უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს. ვალერი ზალუჟნის ელჩად დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურია, რომელიც უკრაინელ მებრძოლებს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. მანამდე მას „უკრაინის გმირის“ წოდება მიენიჭა. […]
შალვა პაპუაშვილი – ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად

ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას კანონპროექტის მოწინააღმდეგე ადამიანებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. მისი თქმით, პირდაპირ ძალადობის ტალღა იყო პოლიტიკოსების, უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ, რაზეც მას არავის აღშფოთება არ უნახავს და ეს მაშინ, როდესაც „პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა […]
დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა საზოგადოებაზე – ნიდერლანდების საელჩო

“დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ” – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს. “დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება”– აცხადებს საელჩო
“ამ ძაღლებმა უკვე იციან მტერი ვინაა, მეგობარი ვინა” – ვიდეო

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, სოციალურ ქსელში ზურა მაჭავარიანის გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს: ეს ძაღლები სულ ჩვენთან არიან უკვე იციან მტერი ვინა მეგობარი ვინა, ალბათ მალე ძაღლებსაც დააკავებენ ან სასტიკად სცემენ!!! http://
პირველ რიგში, მოსმენას ვაპირებ – გია კვარაცხელია პრემიერთან შეხვედრაზე

„პირველ რიგში, მოსმენას ვაპირებ. პრემიერთან არის შეხვედრა და ამ დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელთან მიწევს შეხვედრა. არ ვიცი ჯერჯერობით, რაზე იქნება საუბარი”, – თქვა გია კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან.