შალვა პაპუაშვილი – ის, როგორც პრემიერთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ჟურნალისტი, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისაგან – ეს არის საელჩოების, დონორების და „ენჯეოების“ წლების მუშაობის შედეგი

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი. „უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” სამი ტელევიზიის […]
პრემიერ-მინისტრი – გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს

დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია – ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან, „როგორც ბევრჯერ დაიცვა ბოლო სამი წლის განმავლობაში“. კობახიძის თქმით, საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და მთავრობა სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შეასრულებს. […]
ირაკლი კობახიძე – სადაც ღირსეულ პოზიციას დაიჭერ, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას

სადაც პოზიციას დაიჭერ და არ გაატანინებ არავის უსამართლო კრიტიკას, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის; ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომით ვაპირებთ მომავალშიც მუშაობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა. პრემიერის შეფასებით, როდესაც ვიღაცას უნდა, რომ გაუმჭვირვალე დარჩეს NGO-ების დაფინანსება, ეს აჩენს შიშებს სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებით. „მით […]
ზურიკოს “ბორდო” “კონკარნოსთან” დამარცხდა

ლიგა 2-ის 37-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „კონკარნოსთან“ 2:4 დამარცხდა, რომელიც უკვე გავარდა ქვედა დივიზიონში. სტუმრები დებიუტში ვიპოტნიკმა დააწინაურა, თუმცა მალე სიტუაცია ჟირონდელთა ნახევარმცველის დე ამორიმის გაძევების გამო შეიცვალა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და გამარჯვება მოიპოვეს. „ბორდოს“ ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ჟირონდული გუნდი 47 ქულით მეთორმეტე […]
ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში – კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე

“გიპასუხეთ კი… კი… კი-მეთქი” – ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე TV პირველის კითხვას – “უნდა რეაგირებდეს თუ არა პოლიცია, როდესაც მედიასაშუალებიდან ღამის განმავლობაში 15-ჯერ ურეკავენ, ეუბნებიან, რომ არიან მყისიერი საფრთხის ქვეშ, იმიტომ, რომ ტელევიზიასთან დგას ორი შავი ჯიპი სავსე ნიღბიანი ადამიანებით”. ეკა მიშველაძის კითხვაზე, მაშინ რატომ არ მოვიდა პოლიცია, კობახიძე ამბობს, რომ მოიკითხავს. “დარწმუნებული ხართ? […]
ყოფილი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა

საქართველოს VIII მოწვევის (2012-2016) პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ ებანოიძე პარტია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ სიით, ხარაგაულის მაჟორიტარი იყო. ასევე, 2012-2016 წლებში მას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
შეფი ნოდარ ტურაშვილი გაათავისუფლეს

დის ინფორმაციით, შეფ ნოდარ ტურაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, ის ორთაჭალის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა მისი ადგილსამყოფელის გაგებას. რამდენიმე საათის წინ ნოდარ ტურაშვილმა დაწერა, რომ კაფე ბუშმალაში პოლიცია მივიდა და “ქურდობის ფაქტზე” მიჰყავთ. “რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”, – წერდა ის.
,,ვინ “გაუჩალიჩა” ასე არასწორად ორგანიზებული პრეს-კონფერენცია პრემიერ მინისტრს?!!!! ვინ დაუგო ხაფანგი?!” – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექპერტი მაია ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძისა და ჟურნალისტების შეხვედრას ასე ეხმიანება: ,,ვინ “გაუჩალიჩა” ასე არასწორად ორგანიზებული პრეს-კონფერენცია პრემიერ მინისტრს?!!!! ვინ დაუგო ხაფანგი?!!!!!!!!!!!!!!! 😡😡😡😡😡😡😡😡😡😡😡😡 არცოდნით თუ გაიმართლებს ვინმე, თავს, სირცხვილი!!! ასეთი პრესკონფერენცია, ამ ნახევრად საომარ მდგომარეობაში, პროფესიონალ რევოლუციონერებად ქცეული და ტრიბუნებზე ხელისუფლების “გადაბარებისთვის” მეომარი ჟურნალისტების პირისპირ, მარტო როგორ დასვით პრემიერი?!!!! სად იყო პრეს სპიკერი, რომელსაც უნდა […]
ლონდონში გარემოს დაცვის აქტივისტები თავს დაესხნენ „თავისუფლების დიდ ქარტიას”

10 მაისს, მოძრაობა Just Stop Oil-ის ორმა ეკოაქტივისტმა „თავისუფლების დიდი ქარტიის” დაზიანება სცადა. „თავისუფლების დიდი ქარტია” არის შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელსაც ემყარება ბრიტანეთის სახელმწიფოებრიობა. ბუნების დამცველები ჩაქუჩითა და საჭრისით დაესხნენ თავს მინის ვიტრინას, რომელშიც „ქარტიაა” გამოფენილი. მათ დაჯავშნილი მინა ვერ ჩაამტვრიეს, გაშალეს პლაკატი წარწერით “მთავრობა არღვევს კანონს” და ხელები წებოთი დაიწებეს. ისინი პოლიციამ დააკავა. ბი-ბი-სის […]
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს, მისი პოზიციაა, რომ სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება – ჩვენ ვართ მართლები, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია, თუმცა „სადაც ქვეყანას […]