11-12 მაისს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – შენობაში დაიშვებიან მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. მათივე ცნობით, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების […]

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია. „დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი […]

პრემიერი – ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია, საკუთარი 2 მლრდ მან დასავლეთს მიანდო, კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია

აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით […]

ირაკლი კობახიძე – ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული – სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას

ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას „პალიტრანიუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი სავარაუდოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. „მე დადასტურებული მაქვს უკვე შეხვედრა მასთან, რამდენიმე დღეში. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით. ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა, ქვეყენას დადებით შედეგს მოუტანს. „ჩვენ ვართ მართლები და […]

ლოჩოშვილის “კრემონეზე” სერია A-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში იბრძოლებს

სერია B-ს ბოლო, 38-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ჩიტადელა“ 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. „კრემონეზემ“ ჩემპიონატი 67 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა და სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს – პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 21 მაისს გასვლაზე ჩაატარებს, საპასუხოს კი 25 მაისს სახლში. მათი მეტოქე 18 მაისს „კატანძაროსა“ და „ბრეშიას“ […]

კობახიძე: EU-ს შევთავაზე – გვითხარით შენიშვნები, შევჯერდეთ, მზად ვართ ცვლილებებისთვის

ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-28 მაისს, როცა შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან, მათზე მაქვს საუბარი, რაზეც უკვე შედგა ჩვენ შორის… ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი… მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი… პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ […]

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს

ინციდენტის ამსახველ კადრებს მოქალაქე ლექსო სამხარაძე ავრცელებს. ვიდეოში ჩანს გაჩერებული ავტომობილი, რომლის გვერდით დგანან პოლიციელები, წინ კი ნიღბიანი სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსია. უცნობია ავტომობილის გაჩერების მიზეზი და ის, თუ რა დიალოგი შედგა მძღოლსა და სამართალდამცავებს შორის. ინციდენტი, სავარაუდოდ გზის დათმობის მოთხოვნას მოჰყვა. ვიდეოში ისმის გინების ხმა და ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ნიღბიანი პოლიციელები მაქანაში მყოფ პირს. […]

“ბიძინა ივანიშვილი გაგიჟდა და იზოლაციაში მოაქციეთ” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩაჯმულების ტერორი ჰქვია იმას, რაც ქვეყანაში ტრიალებს ივანიშვილის დავალებით. ანუ ამ კაცმა აიღო და პირდაპირი დავალება გასცა, რომ ქართველები ერთმანეთს ჩაუსაფრდნენ და სცემონ, დაურეკონ და აგინონ. ეს არის ჭკუიდან გადასული რუსი მონსტრი, რომელმაც ქართველებს ერთმანეთის გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა. ჩვენ არასოდეს გვყოლია ხელისუფლება, რომლის თავგასულობაც და ძალადობისკენ მიდრეკილებაც […]

,, ერთ პატრულს ვუთხარი, საბარგულში დანა მაქვს თქო და ეგეც დაიკიდა, მარტო სურათის გადაღებაზე ჩალიჩობდა”

საპროტესტო აქციებში მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,დღეს მაგრად მაწვალეს. არც კი ვიცი, ჯამში რამდენი საათი ვყავდი გაჩერებული. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მეც კარგად ვაწვალე და თან რაღაც მაკვარანცხობებიც მოვიფიქრე 🙂 დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა საპატრულო ეკიპაჟი უკლებლივ ყველა მოტოს აჩერებს. არ აინტერესებთ არაფერი – არც ის, ნასვამი ხარ თუ არა; არც ის, […]