აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ, ძალადობის შესახებ ინფორმაცია დროულად იქნას გამოძიებული

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ელჩი რობინ დანიგანი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეხვდა (TI). საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მათი “ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და გამჭვირვალობა საქართველოს საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად”. საელჩო მოუწოდებს, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული. “მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების […]

რესტორან ბუშმალას მფლობელი, ნოდარ ტურაშვილი თავისუფალია

რესტორან ბუშმალას მფლობელი და შეფი, ნოდარ ტურაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი, ნინო ტურაშვილი Facebook-ზე ავრცელებს. ნოდარ ტურაშვილმა სოციალურ ქსელში 10 მაისს საღამოს საათებში დაწერა, რომ პოლიციამ მას რესტორანში მიაკითხა და ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წაიყვანა. დაკავების შესახებ დაწერილი პოსტის შემდეგ ტურაშვილის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის მანძილზე უცნობი იყო. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ის ორთაჭალის განყოფილებაში […]

(ვიდეო) მოქალაქეს ცოლთან ერთად სცემეს, თავისუფლებაზე პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

“ასე როდესაც ექცევი საკუთარ მოქალაქეებს, ხარ ნაძირალა! ცოლთან ერთად გალახეს! მთელი ავტობუსი ჩამოვიდა საცემად” წერს სამხარაძე

შავოსანმა ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია დატოვეს (ვიდეო)

შავოსანმა ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია დატოვეს (ვიდეო) შავებში ჩაცმულმა პროპაგანდისტებმა – ეკა მიშველაძემ, დეა მამისეიშვილმა და ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით გამართული პრესკონფერენცია დატოვეს და გაიქცნენ.

ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს “ამხანაგო კობახიძე”-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს “ზრდილობისა და კულტურისკენ” მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო. “ვინ იგინება, მე ვიგინები? არა, ვინ იგინება?… ერთი წამით, თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას და კულტურას, თქვენს ზრდილობას და კულტურას მიხედეთ, რა შუაში იყო აქ, დიტო სამხარაძე იგინება თუ […]

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს, მისი პოზიციაა, რომ სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია, თუმცა „სადაც ქვეყანას […]

პრემიერი „მთავარ არხს“ – ძალადობის ცალმხრივად დაგმობა არასწორია, ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით

რაც შეეხება ძალადობას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალადობა, ზოგადად, „ნაცმოძრაობის” ხელწერაა. „ელისაშვილის ძალადობა გაგიხარდათ, პირდაპირ განცხადებები იყო თქვენი ჟურნალისტების, თუ როგორ გაგიხარდათ ელისაშვილის ძალადობა. გპირდებით, ხვალ დავდებ თქვენს პოსტებს, როგორც დაიდო ეს ინფორმაცია თქვენს „ფეისბუქზე” და ასევე როგორი იყო თქვენი კოლეგების […]

“პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს” – Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე უნდა ჩააგდოს. “საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის შემოღება, რომელიც ავალდებულებს გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ […]

ნოდარ ტურაშვილის ოჯახის ცნობით, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არ იციან

შეფ ნოდარ ტურაშვილის ოჯახის ცნობით, ამ დრომდე არ იციან სად არის ის გადაყვანილი. როგორც ცნობილია, ადვოკატი მოდულის შენობასთან იყო მისული, სადაც ტურაშვილთან შეხვედრა ან იმის დაზუსტებას ითხოვა, იმყოფებოდა თუ არა ის სუს-ის იზოლატორში. ოჯახის ინფორმაციით, დაცვამ ადვოკატს მხოლოდ ის უთხრა, რომ ტურაშვილი არც მოდულის შენობაში და არც მოდულის იზოლატორში არაა. რამდენიმე საათის წინ ნოდარ ტურაშვილმა […]