როგორი ამინდი იქნება 11 მაისს საქართველოში

11 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე. ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

11-12 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

11-12 მაისს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან. პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების […]

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს, მისი პოზიციაა, რომ სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა სჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება – ჩვენ ვართ მართლები, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია, თუმცა „სადაც ქვეყანას […]

11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს. […]

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო მოლაპარაკების ახალ რაუნდს მართავენ

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ყაზახეთში, ალმატიში 10 მაისს დაიწყეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი რაუნდი. მათი მოლაპარაკების პირველ შეხვედრას ესწრებოდა მასპინძელი ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ. ორდღიანი მოლაპარაკების დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ ის და არარატ მირზოიანი “პროდუქტიულად” იმუშავებენ მომავალ ორ დღეს […]

პარლამენტში 11-12 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, პარლამენტის სასახლეში 11-12 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. „უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის […]

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია. „დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, […]

11 და 12 მაისს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 11 და 12 მაისს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ. “11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო […]

კობახიძე: ო’ბრაიენის ვიზიტი შეთანხმებულია, სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვას უკავშირდება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ეწვევა. მისი თქმით, ო ‘ბრაიენთან შეხვედრა უკვე დადასტურებული აქვს მასაც და შალვა პაპუაშვილსაც. “თემატიკაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც შეეხება შეხვედრას, მე დადასტურებული მაქვს უკვე მასთან შეხვედრა რამდენიმე დღეში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესაც. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული” – […]

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანოს, “როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში პარტნიორებისგან სამართლებრივ შენიშვნებს მიიღებენ”

რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, “პალიტრანიუსის” წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, იქნება თუ არა ხელისუფლება მზად პროექტში ცვლილებებისთვის, როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში, მის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორებთან დისკუსია დაიწყება. ამასთან, უშუალოდ […]