ჯეიკ სალივანი – ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით – „ქართული ოცნების“ რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შექმნილია ქვეყნის იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით – „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან,- ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე, ან მხარი დაუჭირონ […]

დასაქმებული ადამიანის საშუალო წლიური შემოსავლის მიხედვით, საქართველო 67-ე ადგილზეა

world data-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დასაქმებული ადამიანის საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 67-ე ადგილზეა და რეგიონში ყველას ჩამორჩება. როგორც ირკვევა, კვლევაში 94 ქვეყანა იყო ჩართული. ვითარება რეგიონში შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო – 67-ე ადგილი სომხეთი- 65-ე ადგილი აზერბაიჯანი- 66-ე ადგილი რუსეთი- 49-ე ადგილი თურქეთი- 53-ე ადგილი TOP10 ქვეყანა დასაქმებული ადამიანის წლიური შემოსავლის მიხედვით: მონაკო ნორვეგია შვეიცარია […]

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე განსაკუთრებით ესაჭიროება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. კერძოდ, დახმარების პაკეტი მოიცავს „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების საბრძოლო მასალებს და „ჰაიმარსის“ […]

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის […]

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ვერძი მიზნის მისაღწევად არაფრის წინაშე არ დაიხევთ, გადააბიჯებთ ყველას და ყველაფერს, ხოლო თუ ხელში ჩაიგდებთ რაიმეს, ძნელი იქნება თქვენთვის მისი წართმევა. კურო ახალმა რომანტიკულმა წინადადებამ, შესაძლოა, დაგაბნიოთ. გიჭირთ რეალობის აღქმა, იჩქარეთ, თორემ შანსი შესაძლოა, უცბადვე გაქრეს. ტყუპები დღეს, ნაყიდი ნივთები მეტად საჭირო და სასიკეთო იქნება თქვენთვის და რეალურად მართლაც სასარგებლო. კირჩხიბი დღეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით […]

პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო და ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ცვლილებები გამჭვირვალობის კანონში აისახოს – შალვა პაპუაშვილი

საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ შინაარსობრივი განხილვის გარკვეულ ტენდენციასა და მზაობას. ამიტომ, ჩვენ, მათ შორის მეც, როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო და ვეტო არის ის […]

პოლიტიკა პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. მათივე ცნობით, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების […]

ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება. ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას, Firefighter-ს შეასრულებს. საერთო ჯამში, ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი […]

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს

29 ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ. წერილში ამერიკელი კონგრესმენები: საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ და სანაცვლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებისკენ მოუწოდებენ. ასევე აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას; მთავრობას ეუბნებიან, რომ კანონის რეალური მიზანი პარტნიორების დამორჩილების სურვილია, რაც ძირს გამოუთხრის […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესახებ აფრთხილებს: 12 – 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.