ლეონიძის ქუჩაზე პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 11 მაისის ღამეს, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო […]
კონგრესმენები კობახიძეს – მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც […]
შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან – ქმნიან ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობენ

ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, ქმნიან გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც შემდეგ პოლიციელებზე ძალადობენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული აღიარებს,რომ მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი. პაპუაშვილის თქმით, საჯარო განცხადებებიდანაც მოისმინეს, რომ მიდის ადამიანთა ძიება, რომლებიც „ძალადობაზე წამსვლელები არიან“. „ჩვენ, რიგ […]
შალვა პაპუაშვილი – ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ – ბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა

ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ, ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „იმის თქმა, რომ საქართველო მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ აკეთებს, სწორი […]
სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11 მაისს, ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი […]
„საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს!“- შალვა პაპუაშვილი

თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგან „ყრუ კედელი“ დახვდა, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებთან პროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის მზადაა. „ჩვენ, […]
მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს
მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის […]
სახალხო დამცველი პროტესტის მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ მუქარას გმობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გმობს პროტესტის მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარასა და სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ომბუდსმენი ამბობს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე ოპოზიციური და მმართველი პარტიის […]
რატი ამაღლობელი წერს, რომ მის სახლთან ჩასაფრება მოაწყვეს

პოეტი, რატი ამაღლობელი, რომელიც თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წამყვანია, სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პირებმა მის სახლთან, წუხელ, რამდენიმე საათის განმავლობაში, „ჩასაფრება მოაწყვეს“, ხოლო სადარბაზოს კედლები წარწერებითა და პლაკატებით „ააჭრელეს“. „ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – წერს რატი ამაღლობელი. რატი ამაღლობელი […]