სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს […]
შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, როგორ გვინდა და ვხედავთ ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში

მნიშვნელოვანია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება იმას, რომ არასრულწლოვნები დაცული იყვნენ […]
დიდი ტრაგედია ბაბანგიდას ოჯახში – “აიაქსის” ყოფილ ფეხბურთელს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს, მისი ძმა კი გარდაიცვალა

ნიგერიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტ ტიჯანი ბაბანგინდას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ფეხბურთელი სამშობლოში მეუღლესთან, ძმასთან და ერთ-ერთ მათთან დასაქმებულ ქალბატონთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მისი 47 წლის ძმა გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს. თავად ტიჯანიმ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მეუღლესთან და ზემოთ აღნიშნულ ქალბატონთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. […]
საგამოძიებო: ლეონიძის ქუჩაზე პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 11 მაისის ღამეს ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო […]
BARTA 2023 წლის ჟიურის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს – BARTA 2023-ის – ორგანიზატორები ჟიურის შემაჯამებელ ანგარიშს გამოსცემს, რომლის მიზანიც კომპანიების ინფორმირებაა, როგორ უნდა ჰქონდეთ გამართული და სრულყოფილი ფინანსური ანგარიშგება – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში ირინა გორდელაძე, დაჯილდოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და “მსოფლიო ბანკის” უფროსი კონსულტანტი საუბრობს. “ვცდილობთ, რომ თავადაც დავიხვეწოთ, განვვითარდეთ და ეს კონკურსიც, წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ. მაგალითად, […]
შალვა პაპუაშვილი – კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს – ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები

კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს – ამ ფულით, ფინანსდება “სირცხვილია“ და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიები – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ეს გამჭვირვალობაა“. „ნაცვლად იმისა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, უზრუნველყონ, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან გამოყოფილი […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, დღეს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საპროტესტოდ თბილისში, დღეს, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. […]
რომან გოცირიძე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – ეს კანონი არის ნაგავი! არავითარი ჩასწორებები, ის უნდა გაუქმდეს! – შავი დღე ელის ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”

როცა პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების გარეშე ვეტოს წარმოადგენს და ამ კანონს [„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“] მთლიანად დაბლოკავს, ხელისუფლება დემაგოგიას მიმართავს და შეეცდება პრეზიდენტს გადააბრალოს რუსული კანონის პარლამენტის მიერ მიღებული სახით ამოქმედება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანებთან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, […]
შალვა პაპუაშვილი – იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო თავის განცხადების შინაარს ჩაუღრმავდება, საკითხში გაერკვევა და ჩაასწორებს – მათი განცხადება ქართულ მართლმსაჯულებაზე და პოლიციაზე თავდასხმაა

იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთის საელჩო ამ განცხადებას მიუბრუნდება, ჩაუღრმავდება მის შინაარს, საკითხში გაერკვევა და ჩაასწორებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს და ცემას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს“. პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება საქართველოს პოლიციაზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმაა. „ბრიტანეთის საელჩოს განცხადება ძალიან შემაშფოთებელია, […]
ფულის გათეთრება და იარაღით ვაჭრობა – აშშ-ში ქართული თავდაცვის შპს-ს დირექტორი დააკავეს

2024 წლის 15 აპრილს ნიუ-იორკში ფულის გათეთრების განზრახვის ბრალდებით დააკავეს ქართული თავდაცვის საწარმო დელტა CAA-ის ერთ-ერთი დირექტორი, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე იოჰანან ელიგულა. ფულის გათეთრების გარდა, სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დაკავებული საბრძოლო მასალების გაყიდვასაც ცდილობდა. ელიგულას თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრება. დანაშაული 2024 წლის 17 აპრილს ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორმა და FBI-ის ლას-ვეგასის საველე ოფისის მთავარმა […]