შსს ლეონიძის ქუჩაზე, გუშინ ღამით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცაველების მიერ მამაკაცის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი.წ.-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსის გადაადგილებას ხელი შეუშალა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით […]
შსს მოქალაქის ცემაზე: იყო ნასვამი, პოლიციის ავტობუსს არ მისცა გადაადგილების საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე პოლიციის მიერ მოქალაქის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მანქანის მძღოლსა და სამართალდამცველებს შორის “დაპირისპირება” გამოიწვია მოქალაქის უარმა, გზა დაეთმო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსისთვის. შსს-ს მტკიცებით, მძღოლი, რომელიც პოლიციელებმა სცემეს, ნასვამი იყო. “გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად.
დღეს, საპროტესტო აქცია „ევროპის მარში – ევროპის კვირაში“ სამი ლოკაციიდან დაიწყება

11 მაისს, თბილისში საპროტესტო აქცია „ევროპის მარში – ევროპის კვირაში“ დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია დედაქალაქში სამი ლოკაციიდან 19 საათზე დაიწყება და ყველა მიმართულებიდან პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით – „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. შეხვედრის საწყისი ადგილებია რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო 300 არაგველი.
მატჩის დღე! სატრანსფერო ჭორ-მართალი კვარაცხელია/ოსიმენის ირგვლივ და შედეგიანობის მოლოდინი

თუკი გასული წლის 7 მაისს “ნაპოლიმ” ისტორიაში მესამე სკუდეტო იზეიმა, ახლა გუნდს საუკეთესო შვიდეულში შესვლა უჭირს. სერია “ა”-ს 36-ე ტურში ნეაპოლელები, რომელთაც “იუვენტუსთან” (2:1) მოგების შემდეგ, 9 მატჩში (“ბარსელონას” ჩათვლით) მხოლოდ ერთი გამარჯვება (“მონცასთან” 4:2) და 5 ფრე აქვთ (ბოლო 4 შეხვედრაში სამჯერ), მეოთხეადგილოსან “ბოლონიას” უმასპინძლებენ. “სტადიო მარადონაზე” გუნდები დღეს, 11 მაისს, თბილისის დროით 20:00 […]
„ალბათობა არის, რომ წელს დადებითი ტურისტული მოლოდინები არ გამართლდეს“ – როგორ მოქმედებს აქციები სექტორზე?

სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე აქციები პირველ რიგში ადგილობრივ ტურიზმზე, შემდეგ კი საერთაშორისო ტურიზმზე მოქმედებს. როგორც მან გადაცემა „BMG Drive”-ში ისაუბრა არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ 2024 წლის პოზიტიური მოლოდინები ტურიზმში არ გამართლდეს დიდია. „მიმდინარე მოვლენებმა, პირველ რიგში ყველაზე დიდი გავლენა ადგილობრივ ტურიზმზე იქონია, რადგან ჩვენი მოქალაქეები […]
“არა რუსულ კანონს” – ევროპის დღის ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა. ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის დაწყება -“არა რუსულ კანონს” შეძახილების ფონზე მოუწია. ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. მას ესწრებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და მოქალაქეები.
50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს კანონს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აცხადებს, რომ 50-ზე მეტი უფლებადამცველი ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხელს აწერს წერილს, რომელშიც გამოთქმულია სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და რომელშიც დაგმობილია მთავრობის ძალისხმევა, შემოიღოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. საერთაშორისო და ქართველი წარმომადგენლების ჯგუფმა ასევე მიმართა წერილით საქართველოში მოქმედ მთავარ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს […]
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნითი ცერემონია იმართება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. უფრო კონკრეტულად, კობახიძის სიტყვით გამოსვლის დროს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს”. მანამდე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
“ექსპო ჯორჯიაში” ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა

“ექსპო ჯორჯიაში” ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მანამდე ელჩმა მედიასთან ისაუბრა და საზოგადოებას ღონისძიებაზე მიიწვია. “მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა მოქალაქე, ოჯახებით, ბავშვებთან ერთად, რომ შემოუერთდნენ ღონისძიებას, რომელიც თქვენთვის მოვამზადეთ. “ექპო ჯორჯიაში” ვართ, ღონისძიება გახსნილია. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ მშვენიერი პროგრამა. ყველა მოწვეულია. […]