ევროკავშირის ელჩი ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ – როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს

როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეაფასებდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს პარტია „ახალის“ ლიდერის ნიკა გვარამიას მონაწილეობით, სადაც ის ევროკავშირის ელჩს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს. ელჩის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის კომენტარს ვერ […]
შალვა პაპუაშვილი – აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა, დღეს ამ სახელმძღვანელოდან დგამენ სხვადასხვა სცენარს, რათა საერთაშორისო აქტორებს თვალწინ დაუდონ

აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში […]
11-12 მაისს საქართველოს პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა აეკრძალებათ – გაიგეთ მიზეზი

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“ […]
MOSKAN-მა ლონდონში „ჯორჯიან ეარვეისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო – BLACKLIST.AERO

„ჯორჯიან ეარვეისი“ – ბიზნესი „ქურდული მენტალიტეტით“, – ამ სათაურით აქვეყნებს პლატფორმა BLACKLIST.AERO სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია MOSKAN AVIATION BROKERING LTD-მა ლონდონში „ჯორჯიან ეარვეისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
შევარდნაძის შეცდომა “ვარდების რევოლუციის” დაშვებით, არ უნდა განმეორდეს

“ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, “ვარდების” ნაცვლად “ფერადი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე. ჩიბურდანიძე იმედს იტოვებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წარსულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. -“ისტორია ყოველთვის […]
პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, მომდევნო რამდენიმე კვირაში, გამოინახება გზა, რომ გადაიჭრას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხი – ის არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რაც უნდა ვაღიარო, რომ ახლა არსებობს, ჩვენ მაინც შევძლებთ წინსვლას და სწორედ ამიტომ მსურს თავი ავარიდო უარყოფით შედეგებზე საუბარს. ნამდვილად ვამჯობინებდი მესაუბრა კვლავაც საქართველოს წინსვლისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, დაემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირში საქართველოს უვიზო მიმოსვლას „უცხოური გავლენის […]
პაველ ჰერჩინსკი – ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება – იმ შემთხვევაში თუ ის მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება – იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ ამ კანონის მიღება მაინც აუცილებელია, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად […]
სალომე სამადაშვილი – საქართველოს გასაბჭოება 2024 წელს ვერ მოხდება! – კონგრესმენების განაცხადი ნიშნავს ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ყველას და პირველ რიგში, რუსეთს, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის, ქართველ ხალხს ვერავინ შეაშინებს და საქართველოს გასაბჭოება 2024 წელს ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, საქართველოს ყველა აქტიური მოქალაქე შეიკრიბოს და […]
შსს – ლეონიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს გადაადგილებაში ხელი შეუშალეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. შსს-ს ცნობით, საქმე მოსაკვლევად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ […]
შსს მოქალაქის ცემის ინციდენტზე: გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე. შსს განცხადებაში საუბარია, რომ ნასვამმა მძღოლმა გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს, თუმცა არაფერი ნათქვამი სამართალდამცველების მიერ მოქალაქის სასტიკ ცემაზე. „გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა […]