19:00 საათზე, თბილისში, 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობები მოეწყობა

დღეს, 11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობები მოეწყობა. მოქალაქეები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან. წერეთლის გამზირიდან, ექსპო ჯორჯიადან მოეწყობა მშობელთა მარშიც. “ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – წერენ აქციის ორგანიზატორები. ივანიშვილის რეჟიმის მიერ 8 მაისს დაწყებული […]

„ექსპო ჯორჯიადან“ მარჯანიშვილის მოედნისკენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, ისინი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! – კი ევროპას!” აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მარჯანიშვილის მოედანზე კანონპროექტის სხვა მოწინააღმდეგეებს შეუერთდებიან და ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ცნობისთვის, „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს […]

„დაიკავე ქუჩა შენც“ — BASSIANI უერთდება საპროტესტო მსვლელობას

დღეს, 11 მაისს, კლუბი BASSIANI უერთდება საპროტესტო მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნამდე. „დავიკავებთ ქუჩებს არამხოლოდ 11 მაისს, არამედ ყოველ მომდევნო დღეს, სრულ გამარჯვებამდე. დაიკავე ქუჩა შენც!“ — აცხადებს „ბასიანი“. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში არც დუმილის, არც უკანდახევის უფლება არ აქვს, რადგან „დუმილისა და უკანდახევის უკან მხოლოდ უფსკრულია“. „საქართველოში განვითარებული მოვლენები, საგარეო ვექტორის ცვლილება, […]

„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა

„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ახალი მარნების წარმოჩენა, ღვინის ტურიზმისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. „ფესტივალში 200-მდე დიდი, საშუალო და მცირე მწარმოებელი მონაწილეობდა; […]

ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამ პროვინციაში 153-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაღლანში, ტახარსა და ბადახშანში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 138 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სტიქიის გამო ბევრი ადამიანი უსახლკაროდ გარეშე დარჩა, სერიოზულად დაზიანდა წყლისა და ნარჩენების მართვის სისტემები. „შედეგები […]

გიორგი ტყემალაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. მათ საქართველოს ევროკავშირის წევრობის […]

წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მაისიდან – 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული […]

“ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ევროპის მოედნისკენ “მშობლების მარში” მოეწყობა, დედები იკრიბებიან

“ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიაზე “მშობლების აქციის” მონაწილე დედები იკრიბებიან. ისინი პარლამენტში დაინიცირებულ და 2 მოსმენით მიღებულ “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილე დედებს შეურთდნენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც. როგორც ისინი აცხადებენ, მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს და შვილებთან ერთად იდგნენ ქვეყნისა ინტერესების დასაცავად. “ჩვენი შვილები დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკურ არჩევანს აპროტესტებენ. რაც […]

გიორგი ვაშაძე: კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი

„ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად დღეს 7 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხვალ საღამოს 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებენ რუსული კანონის მიღებას“ – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ […]

„ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს – ფაბრიციო რომანო

გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს. „პრემიერლიგისა კლუბებისა და პსჟ-ს მხრიდან ინტერესის მიუხედავად, „ნაპოლის“ სურს, შეინარჩუნოს კვარაცხელია, ვინაიდან კლუბს სავარაუდოდ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, რომლის გარშემო სიტუაციასაც ასევე პსჟ აკვირდება. „ნაპოლი“ შეეცდება, რაც შეიძლება მალე კვარაცხელიას კონტრაქტი გაახანგრძლივოს. კლუბი გეგმავს, ახალი კონტრაქტის გარშემო მოლაპარაკებებში წინ წაიწიოს უკვე უახლოეს […]