თბილისში სამი ადგილიდან დაიწყო მსვლელობა ევროპის მოედნისკენ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ

თბილისში სამი ადგილიდან – რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და 300 არაგველის მეტროდან – ცოტა ხნის წინ დაიწყო აქცია-მსვლელობა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. აქციის დევიზია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მოქალაქეები, რომლებიც დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიასთან“ იყვნენ შეკრებილები, უკვე შეუერთდნენ მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილებს და მათთან ერთად აგრძელებენ მსვლელობას. დემონსტრანტების სამი ტალღა ევროპის მოედანზე, რიყეზე შეუერთდება ერთმანეთს. მსვლელობა-დემონსტრაცია ერთი […]
გიორგი ვაშაძე – ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, ხალხის ხმა გაიგონოს – უნდათ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ მოაქციონ, რაც არ გამოუვათ!

ქართველი ხალხის მთელს მსოფლიოს ესმის, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს – მშვიდობიან, ერთიან პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არ აქვს და უნდათ, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი […]
სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ევროპის მოედანსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული

სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული. სამართალდამცავები იმყოფებიან ასევე, “ევროპის მოედანზე”, პარლამენტის მიმდებარედ და მთავრობის ადმინისტრაცასთან. აღნიშნული კანონპროექტის გაპროტესტების მიზნით, მოქალაქეები დღეს ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საბოლოოდ, “ევროპის მოედანზე” მივლენ, სადაც აქცია გაიმართება.
ნიკა მელია – ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები

ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც 300 არაგველიდან ევროპის მოედნამდე მიემართება. მელიას თქმით, მიმდინარე პროცესები ხალხის გამარჯვებით დასრულდება. “ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები იმ ძალადობის […]
მარჯანიშვილის მოედნიდან წამოსულ „ევროპის მარშის“ მონაწილეებს მარჯვენა სანაპიროზე პროტესტის სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც „ევროპის მარშს“ მარჯანიშვილის მოედნიდან მართავენ, მარჯვენა სანაპიროზე პროტესტის სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან. ისინი მსვლელობით ევროპის მოედანზე მივლენ, სადაც აქცია გაგრძელდება. პროტესტის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით, „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“. მათ ხელში უჭირავთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. აღსანიშნავია, რომ მსვლელობისას მათ უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს. მარშის მონაწილეებს […]
🎥 Neuralink-ის მიერ ადამიანზე გამოცდილ ტვინის იმპლანტს პრობლემა შეექმნა

ილონ მასკის ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის მიერ პირველი კლინიკური ტესტირების ფარგლებში ადამიანზე გამოცდილ ტვინის იმპლანტს პრობლემა შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. Neuralink-მა ტვინის იმპლანტი პირველ პაციენტს, 29 წლის ნოლანდ არბოს, იანვარში გადაუნერგა. ის უბედური შემთხვევის შედეგად, მხრის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. Neuralink-ის ტვინის იმპლანტის გადანერგვის შემდეგ კი, კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარალიზებულმა პაციენტმა […]
ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა 4 ლოკაციიდან დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ევროპის მოედნისკენ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან გაემართნენ. „მშობელთა მარშის“ მონაწილეებმა მსვლელობა დიდუბიდან „ექსპო-ჯორჯიას“ ტერიტორიიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეების ნაწილი მარჯანიშვილის მოედანზე, ნაწილი კი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. მეოთხე ლოკაცია კი მეტრო „300 არაგველია“. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი. ლოკაციებზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მსვლელობის […]
დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ ეწყობა

დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ ეწყობა. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით დაიძრნენ მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები. მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ. […]
ირაკლი ეძგვერაძე – მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ხალხი არ შეეგუება საქართველოს რუსეთიზაციას – ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი, საქართველო ამ ბრძოლაშია უცილებლად გაიმარჯვებს

მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ქართველი ხალხი არ შეეგუება საქართველოს რუსეთიზაციას. ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა. ეძგვერაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ხმის გაგონება აუცილებლად მოუწევს. „ოცნებას“ მოუწევს ქართველი ხალხის ხმის გაგონება აუცილებლად. მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ადამიანებს […]
აქციის მონაწილეებმა “ევროპის მარში” რესპუბლიკის მოედნიდანაც დაიწყეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები „არა რუსულ კანონს“, „საქართველოს გაუმარჯოს“ სკანდირებენ. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში” – ასე ჰქვია აღნიშნულ მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. ცნობისთვის, […]