მეტრო 300 არაგველიდან ევროპული მარში დაიწყო

ფოტო – მთავარი არხი მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობა უკვე დაიწყო. ევროპული მარშის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. 300 არაგველის გარდა, აქციის მონაწილეები იკრიბებიან მარჯანიშვილის მოედანსა და რესპუბლიკის მოედანზე. მსვლელობები აღნიშნული ლოკაციებიდანაც ევროპის მოედნის მიმართულებით დაიწყება. მეოთხე ლოკაცია კი საიდანაც მსვლელობა შედარებით ადრე დაიწყო, “ექსპო ჯორჯიაა”. იქიდან დღეს მშობლების მარში დაიწყო […]
“პირველი დღიდან იქ ვდგავარ, სადაც ჩემი სტუდენტები” – თსუ–ს ლექტორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის (European Studies) ინგლისურენოვანი სადოქტორო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამფუძნებელი ნინო ლაპიაშვილი: დღეს თსუ სტუდენტებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ მე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში EU/ევროკავშირის მიერ დაარსებული IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტის (Institute for European […]
ბერლინში საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

საქართველოს მოქალაქეები გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. “მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, ამდენი ადამიანი თუ გამოვიდოდა. ჩვენი მომავალი ევროპაშია”, – წერს ნინო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში. http://
ვერ ჩავატარებ ლექციებს უნივერსიტეტში, რომელიც არ იმჩნევს პროფესორებზე მუქარას – თსუ–ს ლექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ნათია კუპრაშვილი სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და მათ ინიციატივას უერთდება. ვუერთდები სტუდენტებს. მეც ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც, მინიმუმ, არ იმჩნევს საკუთარ ასოცირებულ პროფესორზე განგრძობით მუქარებს და ზეწოლას. მარტო მე ვერ გავიფიცები, ცხადია. რაც შეეხება სწავლა-სწავლებას, არც მე ვაპირებ შევწყვიტო და არც ეს სტუდენტები შეწყვეტენ განათლებას”, – წერს ნათია […]
დასრულდა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები, აზრთა სხვადასხვაობაა სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო საკითხებში

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებზე კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო საკითხების შესახებ, განაცხადეს 11 მაისს სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი ორი დღის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებებს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მოლაპარაკებები […]
ლანდსბერგისი: დემონსტრანტებსა და აქტივისტებზე ძალადობა, დაშინება სამარცხვინო ტაქტიკაა

მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობა, დაშინება, სამარცხვინო ტაქტიკაა საქართველოში, რაც ყოველთვის მიუღებელია და აუცილებლად უნდა შეწყდეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტრო 300 არაგველიდან ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან. მარშის მონაწილეებმა 300 არაგველთან გზა გადაკეტეს. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“. მარშის დაწყებამდე მარშის მონაწილეები ხელებაწეული სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!” პროტესტის მონაწილეები ადგილზე 18:00 საათიდან შეიკრიბნენ. აქ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის “ახალი” წევრები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. […]
გიგი უგულავა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მთლიანად გადასაგდებია, მისი მოდიფიკაცია არ შეიძლება – ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მთლიანად გადასაგდებია, მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. გიგი უგულავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა გაიწვიონ და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა ჩატარდეს არჩევნები. „საზოგადოებრივი პროტესტი […]
შალვა პაპუაშვილი – „ენჯეოები“ და „ნაცმოძრაობა“ თავს ესხმოდა სპორტსმენებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს – ნებისმიერ ძალადობას სიტყვიერად ვგმობთ, რასაც „ენჯეოები“ და ოპოზიცია არ აკეთებს – იქნებ, ახლა დაფიქრდნენ

ყველას მორალური ვალდებულებაა ძალადობა დაიგმოს. ეს ვერ ვნახეთ ძალადობრივი სპირალის დასაწყისში, როდესაც „ენჯეოები” და „ნაცმოძრაობა” თავს ესხმოდა სპორტსმენებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს – ნებისმიერ ძალადობას სიტყვიერად ვგმობთ, რასაც „ენჯეოები” და ოპოზიცია არ აკეთებს. იქნებ, ახლა დაფიქრდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ინიციირების შემდეგ დაიწყო […]
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, „რუსულ კანონში“ კოსმეტიკური ცვლილებები მიუღებელია

ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა ე.წ. აგენტების კანონის საკითხზე პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში მოსალოდნელ შენიშვნებს. პარტიები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების […]