ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენეების მხარდაჭერით, მთავრობის მეთაური მესამე ვადით ხდება

ორვატიის პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენეების მხარდაჭერით, მთავრობის მეთაური მესამე ვადით ხდება მემარჯვენე ძალების მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ, პარასკევს, 10 მაისს, ხორვატიის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს ახალი მთავრობის ფორმირება ოფიციალურად შესთავაზეს. ამ კვირის დასაწყისში 54 წლის პლენკოვიჩმა შეთანხმება გააფორმა პარტიასთან – „მოძრაობა სამშობლოსთვის“ (DP), რომელიც 17 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ […]

“საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”

ვაშინგტონს “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკა აშფოთებს. როგორ ხედავენ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები, აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავალს, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტი კანონად იქცევა?

თინა ბოკუჩავა – ახლა ნამდვილად არის სრული კონსოლიდაციის, ერთიანი ძალისხმევის დრო, რადგან ყველა ხედავს, რომ ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს

ივანიშვილი ცდილობს რეპრესიებით შეაშინოს თავისუფალი და თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩვენ ჩვენი სიმტკიცით და სიმრავლით მხოლოდ და მხოლოდ იმას ვაჩვენებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანას ევროპულ რელსებზე არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, საქართველოსთვის მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის პერსპექტივა მხოლოდ […]

ბაჩო დოლიძე – რეჟიმი გაშიშვლებულია და ვხედავთ, რაზეა წამსვლელი – უკანონობაზე პასუხი არის ერთობაში

ეს არის გაშიშვლებული რეჟიმი, რომელიც დავინახეთ რაზეა წამსვლელი და რა მეთოდებით. ამ უკანონობაზე პასუხი არის ერთობაში. იქამდე, სანამ ჩვენი საზოგადოება გაერთიანებულია, საფრთხე, რა თქმა უნდა, ნაკლებია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად, მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ ევროპის მოედნისკენ მსვლელობით მიდის. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიში და ყველაზე […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ – „მონებო“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ – „მონებო“. მმართველი პარტიის ოფისის ასასვლელ გზაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. „ევროპის მარშის“ მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან არ შეჩერებულან, მსვლელობას განაგრძობენ ევროპის მოედნისკენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ“. მათ მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ.

გია ჯაფარიძე – არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები!

არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარმა გია ჯაფარიძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი მზარდია და ხელისუფლებამ ტერორი ამიტომ დაიწყო, თუმცა ხალხს შიშისა და დაღლის უფლება არ აქვს. “არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა, რომელიც ყოველთვის მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,” – წერს ლანდსბერგისი.

ლევან ხაბეიშვილი – „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას წელში გადატეხს, ისინი ვეღარ გამთელდებიან

„რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასული. „კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს […]

იან კელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა

პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების პოსტს „ტვიტერის” პირად გვერდზე აზიარებს. როგორც იან კელი წერს, თუ აღნიშნულს ხელისუფლება არ გმობს, მაშინ პასუხს აგებს. „საზიზღარი, შეურაცხმყოფელი და არალეგალური. პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა. […]

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ „ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე“-წერს ადამიანის უფლებათა […]