„ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო…მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთ სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს განცხადებას ასე ეხმაურება: „სათამაშო თოფებმა არ გაჭრა. წავიდნენ სხვა სცენარით. ადამიანი ყოველ დღე დაჭერას ელოდებოდა და პორნო ინდუსტრიის ტექნიკა დაახვედრა პოლიციას?! ანუ რას ბოდავთ, მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ამომრჩეველზე?! მაგრამ უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს. ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო, ამბობს შსს. მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთ სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს:))“
„საზოგადოებას სიფხიზლისაკენ მოვუწოდებ და მინდა გავაფრთხილო“ – რას წერს ლევან ნიკოლეიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გლობალური ომის პარტიისა და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები თბილისში ვიზიტს აპირებენ და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებებს გეგმავენ, რაც მათი მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ. ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა მარიონეტი პოლიტიკოსები მოსყიდული მოლაპარაკე თავები არიან, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, უკრაინიზაციისკენ […]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. “დინამო” (ბთ) – “თელავი” [LIVE]

ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში ბათუმის “დინამო” “თელავს” მასპინძლობს.
პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ბოლონიასთან” 0:2 მარცხდება

სერია A-ს 36-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ 0:2 მარცხდება. დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. […]
ფეხსაცმლის ქართული ბრენდი AKA: დღეიდან ვწყვეტთ მომსახურებას შსს-ს თანამშრომლებზე

მეგობრებო, დღეიდან ვწყვეტთ მომსახურებას შსს-ს თანამშრომლებზე – განცხადება რამდენიმე წუთის წინ ფეხსაცმლის ქართულმა ბრენდმა, AKA.GE-მ ცოტა ხნის წინ განათავსა. მანამ სანამ არ შეწყვეტთ ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრას და ისწავლით განსხვავებული აზრის პატივისცემას. ნუ გადავაყოლებთ პარტიულობას ქვეყანას და ვაკეთოთ მხოლოდ ქართული საქმე 🇬🇪 ერთად უკეთესი სამშობლოსთვის”- წერს AKA.GE.
„თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს“ – რატი იონათამიშვილი

„ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი შსს-ს განცხადებას ასე ეხმაურება: „ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ ბრალდებით არის დაკავებული უ.ა. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად. მაგრამ ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე. საქმის მიხედვით, ამოღებულია ასეულობით პირის […]
ბულგარეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ ავიაკომპანიას შექმნიან

ბულგარეთი აზერბაიჯანულ კომპანია SILK Way-ს ერთობლივი რეგიონალური ავიაკომპანიის შექმნას სთავაზობს, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება. როგორც მედია იტყობინება, ამის შესახებ ბულგარული კომპანია DRONAMICS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სვილენ რანგელოვმა განაცხადა.
ეკა გიგაური – ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ – იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან

ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ – იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიდის. მისივე თქმით, აგრესია, რომელიც მთავრობისგან მოდის, მათ უკან შემოუბრუნდებათ. “ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ […]
“საქმიან ტურიზმზე მოლოდინი არ გამართლდა, საჭიროა მრავალწლიანი სტრატეგია” – ია თაბაგარი

ტურიზმის ანალიტიკოსის, ია თაბაგარის შეფასებით, საქართველოში MICE ბიზნესზე ის მოლოდინი, რაც ხუთი წლის წინ იყო არ გამართლდა და ის სასტუმროები თუ სხვა ობიექტები, რომლებიც მთლიანად საქმიან ტურიზმზე იყო მიმართული, ვერ მუშაობენ იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც უნდა მუშაობდნენ. ამის შესახებ მან BMG tv-სთან საქმიანი ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას განაცხადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში […]
თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ „ევროპის მარში“ იმართება

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ თბილისში „ევროპის მარში“ იმართება. აქციის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ ოთხ ლოკაციაზე: წერეთლის გამზირი (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და წერეთლის გამზირი (მშობლების მარში) და მსვლელობით მიემართებიან ევროპის მოედნისკენ. მსვლელობის შედეგად საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა ორივე სანაპიროზე, რუსთაველის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.