თუ სტუდენტები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, ჩვენ შევუერთდებით – ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. ასოცირებულმა პროფესორებმა პეტიცია შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების […]

„არა რუსულ კანონს“ – ევროპის მოედანზე ათობით ათასი დემონსტრანტი მივიდა

შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი შეიკრიბა თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე, „ქართული ოცნების“ ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. დემონსტრანტებმა სამი ადგილიდან – რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და 300 არაგველის მეტროდან – დაიწყეს მსვლელობა დევიზით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც მანამდე დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიასთან“ იყვნენ შეკრებილები, შეუერთდნენ მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილებს. დემონსტრანტების […]

მირიამ ლექსმანი კახა კალაძეს – შენი მოკავშირეების გაიგივება მათთან, ვინც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს, ყველაფერს ამბობს „ქართულ ოცნებასა“ და რუსულ კანონზე, რაც საჭიროა იცოდე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველ პარტიას ქვეყანაში ამერიკული, ევროპული და რუსული გავლენის შემცირება სურს. „შენი მოკავშირეების გაიგივება მათთან, ვინც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს, ყველაფერს ამბობს „ქართულ ოცნებასა“ და რუსულ კანონზე, რაც საჭიროა იცოდე, – წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა […]

„არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ ყველა, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად“ – ნინო ჯანგირაშვილი

„კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება: „უჩას და მისი ადვოკატის უფლებაა არ ისაუბრონ ამ საქმეზე. მესმის, რომ ძალიან სენსიტიური შეიძლება იყოს ბევრი დეტალი და ზუსტად იქ გაარტყეს ქოცებმა, სადაც ადამიანს ყველაზე ძალიან ტკივა. მაგრამ, მე, იმ ინფორმაციიდან და იმ დასკვნებიდან გამომდინარე, რაც მაქვს, არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ ყველა, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად: […]

„ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ დასავლეთით თავშესაფრებისკენ“ – CNN

„ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ დასავლეთით თავშესაფრებისკენ“ – CNN ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ ღაზის დასავლეთით მდებარე თავშესაფრებისკენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „თქვენ იმყოფებით სახიფათო საბრძოლო ზონაში. „ჰამასი“ ცდილობს, აღადგინოს თავისი შესაძლებლობები ამ მხარეში. სამხედროები იმუშავებენ ექსტრემალური […]

თბილისის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. მსვლელობით მისულ აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე მყოფები ტაშით შეხვდნენ. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, […]

მსვლელობა მანჰეტენზე – როგორ აღნიშნეს ქართველმა ემიგრანტებმა აღდგომა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის მერიამ მანჰეტენზე ქართული ეკლესიის მრევლს მსვლელობის ნებართვა მისცა. აღდგომის დღესასწაულს ქართველი მართლმადიდებლები და მათი ახლობლები ტაძარში შეხვდნენ. იქ სააღდგომო მსახურება ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად შესრულდა.

“არა რუსულ კანონს! არა ტერორს! არა ოლიგარქებს” – ნინო ხარატიშვილის სიტყვით გამოსვლა ბერლინში

გერმანიაში მცხოვრები ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარატიშვილი ბერლინში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას ხარატიშვილმა ხაზი გაუსვა ყველა იმ ზიანს და ღალატს, რომელიც საბჭოთა კავშირმა თუ რუსეთმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ რუსული კანონის მიღებით ყოველივე ეს ისევ დაბრუნდება ქვეყანაში. იგი ცინიკურს უწოდებს ქართული ოცნების იმ “იმედს, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება […]

“ვიდგებით იქ, სადაც თქვენ” – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტებს

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა თსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს. ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ. რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, […]

„შე­საძ­ლო ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა ტა­ძა­რი და­ი­კე­ტოს ჩვე­ულ დროს“ – ქაშვეთის კარს კეტავენ

ქაშ­ვე­თის ტაძ­რის კარი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. “რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2024 წლის 10 მა­ისს ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მოხ­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შემ­დგო­მი შე­საძ­ლო ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა ტა­ძა­რი და­ი­კე­ტოს ჩვე­ულ დროს. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამ დრომ­დე ტა­ძა­რი ამა თუ იმ […]