ილიაუნის პროფესორები: თუკი სტუდენტები შეაჩერებენ სასწავლო პროცესს, ჩვენ შევუერთდებით მათ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ, პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდებიან მათ პროტესტს. პეტიციაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ის ღირებულებები, რომლებსაც სტუდენტებს ასწავლიან, “აზრს კარგავს.” “ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ […]

კრამონი და ლექსმანი აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩს „ოცნებასთან“ ერთად ლენტის გაჭრისთვის

ევროპარლამენტის წევრები, მირიამ ლექსმანი და ვიოლა ფონ კრამონი, – რომლებიც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მუშაობენ, – აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, „აგენტების კანონის“ მიღებისა და მიმდინარე მოვლენების ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად პოზირებისათვის. ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, – ევროპის სახალხო პარტიის (EPP-ის) წევრმა, რომელიც საქართველოზე აქტიურად მუშაობს, – პლატფორმა X-ზე გააკრიტიკა ელჩი ჰერჩინსკი: „გაოგნებული ვარ. ევროკავშირის […]

ვიოლა ფონ კრამონი – რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? – ამას არსად მივყავართ!

„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ პირად გვერდზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს. როგორც ვიოლა ფონ კრამონი წერს „ამას არსად მივყავართ!“ „რატომ უნდა ვაძლევდეთ […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ხვალ, […]

რატი ამაღლობელი – ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ საქართველოს, ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ – დავენახოთ მსოფლიოს!

ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე, – ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი მარში 9 აპრილს ჩატარდა და ქართველმა ხალხმა გამარჯვება 26 მაისს უნდა იზეიმოს. “გაგიმარჯოს საქართველო! დღეს […]

„ესენი რომ იკადრებენ, იმას ცხოველი არ იკადრებს… სამწუხაროდ, მივედით იქამდე, რომ ამას ვეღარ ავიცილებთ თავიდან“ – რა საშიშ სცენარებზე უყვება „ალიას“ ვალერი გელბახიანი

„ესენი რომ იკადრებენ, იმას ცხოველი არ იკადრებს… სამწუხაროდ, მივედით იქამდე, რომ ამას ვეღარ ავიცილებთ თავიდან“ – რა საშიშ სცენარებზე უყვება „ალიას“ ვალერი გელბახიანი ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი. – ბატონო ვალერი, ძალიან ცუდი ამბები ხდება ქვეყანაში. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ხალხს სცემენ, ტელეფონზე ურეკავენ და ემუქრებიან, სახლებთან და სამსახურებთან […]

“ნაპოლი” “ბოლონიასთან” უშანსოდ დამარცხდა

სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა. დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები […]

დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ “გმირები” აღმოჩნდნენ

დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ “გმირები” აღმოჩნდნენ „დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ “გმირები” აღმოჩნდნენ. როდესაც ადამიანში – დე-ადამიანობა კარდინალურად შეუქცევად პროცესად იქცევა, ის ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. ასე რომ, ჩვეულ ადამიანურ ლოგიკას აქაც არ უნდა […]

“ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”, – აღნიშნული შინაარსის ბანერი ბათუმის “დინამოს” ფანკლუბის წევრებმა მატჩის დროს გაშალეს

ბათუმში, “აჭარა ბეთ არენას” საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ბათუმის “დინამო” საფეხბურთო კლუბ “თელავს” უპირისპირდება, “დინამო” ბათუმის ფანკლუბის წევრებმა ბანერი გაშალეს წარწერით “ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”. “დინამო” ბათუმის ფანკლუბის, “პირატების” წევრებმა ამ ფორმით საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბანერზე ასევე დატანილია წარწერა: “არა რუსეთს”.

„ოცნება, შანსი უკვე ხელიდან გაუშვით“ – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს: „ოცნება, შანსი უკვე ხელიდან გაუშვით, ჩვენ ვივლით ქართული დროშებით, ხატებით, ვიამაყებთ ვახტანგით, დავითით, თამარით, გიორგით, თქვენ ტრიკოლორით იარეთ და სერგო ორჯონიკიძის საფლავზე დაიტირეთ მოღალატის გაუხარელი ყოფა.“