“ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”, – აღნიშნული შინაარსის ბანერი ბათუმის “დინამოს” ფანკლუბის წევრებმა მატჩის დროს გაშალეს

ბათუმში, “აჭარა ბეთ არენას” საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ბათუმის “დინამო” საფეხბურთო კლუბ “თელავს” უპირისპირდება, “დინამო” ბათუმის ფანკლუბის წევრებმა ბანერი გაშალეს წარწერით “ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”.
“დინამო” ბათუმის ფანკლუბის, “პირატების” წევრებმა ამ ფორმით საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ბანერზე ასევე დატანილია წარწერა: “არა რუსეთს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ ვინმემ საშემოდგომო გამოაყოლოს, საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო – თუ რაიმე გაფუჭდა ამერიკულ ურთიერთობებში, გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით