უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო ამ საქმის განხილვას 2 ივლისს დაიწყებს. “საქმესთან დაკავშირებით ვერ ვსაუბრობთ, ხელი გვაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე” – უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ის ამ საქმეში უჩა აბაშიძის უფლებადამცველის სტატუსით ჩართული იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე […]

შალვა პაპუაშვილი – არც აშშ-ს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, მათი გავლენა საქართველოში გამჭვირვალე იყოს, ამას ვხედავთ და ეს სამწუხაროა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ სურთ, რომ მათი გავლენა საქართველოში გამჭვირვალე იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი და წუხილი ამერიკული და ევროპული ფულის „უჩუმრად“ ხარჯვის თაობაზე, ვხედავთ, რომ დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება მიმდინარეობს. „რა უნდა იყოს დასამალი. […]

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე – სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ კარზე და არ გვიღებენ ბოლომდე, პატარათი შეგვაჭყიტეს

ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე – სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. […]

სერგო ჩიხლაძე – კანონი გაუმჯობესებას, გაკეთილშობილებას ან მოდიფიცირებას არ ექვემდებარება, ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება მავნებლური და რუსულია – უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება ამ კანონში [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი] მავნებლური და რუსულია – ეს კანონი სრულად და უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჩიხლაძის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ამ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანია. „ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში – ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] […]

IBSU-მ ნორვეგიის ელჩს უმასპინძლა

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებების სკოლის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა ელჩს პირადად უმასპინძლეს და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული […]

გერმანიის ელჩი: EU-ში გაწევრიანების 9 პუნქტთან დაკავშირებული პროგრესი ძალიან მცირეა

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ პირობით, რომ შეასრულებდა მოთხოვნილ 9 პუნქტს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ ამ მიმართულებით. საქართველო ერთ-ერთია 10 კანდიდატ ქვეყანას შორის, აქედან 9 ქვეყანა მეტ ძალისხმევას იჩენს წევრობისთვის. არ მინდა იმედი დავკარგო, მაგრამ თუ ფხიზლად შევაფასებთ, ამ 9 პუნქტზე პროგრესი ძალიან მცირეა.

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სხდომის დახურვამდე მოკლე განცხადებები გააკეთეს ბრალდებულებმა. უჩა […]

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს და დაახლოებით 2.5 მილიონი პოტენციური ამომრჩეველი წყვეტს, ვინ დაიკავებს ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს, 59 წლის გიტანას ნაუსედას აქვს, რომელიც ლიეტუვას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ნაუსედას გარდა, პრეზიდენტობისთვის კიდევ შვიდი კანდიდატი იბრძვის. იმ შემთხვევაში, თუ ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, […]