შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული […]

ოფიციალურად: კეილორ ნავასი პსჟ-ს დატოვებს

“პარი სენ ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა დაადასტურა. “პარკ დე ფრანსზე გატარებული ყოველი წამი საოცარი იყო”, – წერს 37 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ნავასი “პარი სენ ჟერმენს” 2019 წელს, “რეალიდან” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. კოსტა-რიკელი კარის დარაჯი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით “ნოტინგემ ფორესტში” ასპარეზობს.

ადვოკატი – გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი – მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს

უჩა აბაშიძის მეუღლის, მარიამ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. მარიამ იაშვილის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მან 1000 – ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა და დაკავებულ უჩა აბაშიძის მეუღლეს, მარიამ იაშვილის პატიმრობა შეუფარდა. “მე საქმეში ჩავერთე გუშინ საღამოს გვიან, მარიამ იაშვილის […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს – მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს

ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს. მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს, – ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა.

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ – დიდი ინტერესით დაველოდები 20 ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას – მდინარაძე

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ – დიდი ინტერესით დაველოდები 20 ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას – მდინარაძე გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო […]

რუსთავში ეკლესია გაქურდეს

რუსთავში ეკლესია გაქურდეს რუსთავში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში 40 წლამდე მამაკაცი შევიდა, საეკლესიო ნივთები გამოიტანა და ადგილდან მიიმალა. სამართალდამცავებმა პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მამაკაცი დააკავეს.

რუსული კანონის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს შედგება

რუსული კანონის პლენარული სხდომაზე განხილვა პარლამენტში სამშაბათს შედგება – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს […]

კაცი, რომელიც ნარიმან მეფედ გამოაცხადეს, სხვა აღმოჩნდა – ტაბულა

,,ტაბულას” ინფორმაციით, ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ხალხს ბერი ნიკოლოზი, იგივე ნარიმან მეფე ეგონა, სხვა პიროვნება – ტარიელ კიუტია ,,ამ ფოტოს საფუძველზე სოციალური ქსელის მრავალმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ კაცი ქოლგის ქვეშ ბერი ნიკოლოზი, იგივე ნარიმან მეფეა “ – წერს გამოცემა.

ადვოკატი – უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია. როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს. “სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. […]

შალვა პაპუაშვილი – ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ – მნიშვნელოვანია, შსს-მ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით

სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რაც ვნახეთ, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან დამკვეთების სახით. „ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში […]