ადვოკატი – უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს – ჩვენ გაფრთხილებული ვართ, რომ საქმის მასალებზე არ ვისაუბროთ, არ არის სწორი, თავად დაიტოვო უფლება, რაც გინდა გამოაქვეყნო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, პასუხი გაგცეს

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია. როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს. “სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. […]

პროკურორი აცხადებს, რომ უჩა აბაშიძისა მისი მეუღლის ბრალდების საქმეზე გამოძიების მიერ აუდიო-ვიდეომასალის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს. პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით. „როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ 2 პირს […]

შალვა პაპუაშვილი – დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში

დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს კონსტიტუციით ეს უფლება დაცულია, ხოლო ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელი. “ვნახეთ, რომ აქციებმა, რომლებიც პარლამენტთან იმართებოდა, საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, […]

13 მაისიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

განცხადებიდან ირკვევა, რომ პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

„ბექა ოდიშარია!!!!! როდემდე ივლი რობოკოპებს ამოფარებული?!!! ეკას და ჩვენი შვილების შეურაცხყოფით სერიოზული წითელი ხაზი გადაკვეთე!“ – ბუკა პეტრიაშვილი

ბუკა პეტრიაშვილი დეპუტატ, ბექა ოდიშარიას მიმართავს: „ბექა ოდიშარია!!!!! როდემდე ივლი რობოკოპებს ამოფარებული?!!! ეკას და ჩვენი შვილების შეურაცხყოფით ძალიან სერიოზული წითელი ხაზი გადაკვეთე! არ გიშველის მერე სკამზე ამხედრებული ახალი ხელისუფლების სადღეგრძელოებიიი. მეზიზღება ამ ფბ ით კომუნიკაცია, მაგრამ ეხლა ეგრეა საჭირო! შე მართლა ირაყლისთავა შენ!“ შეგახსენებთ, ოდიშარიამ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს Facebook პოსტით მიმართა.„ათასს კვერცხზე გადამჯდარო მიშველაძევ, ცნობისთვის, […]

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები: ვირჩევთ ილიას გზას, დღეიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, როომ დღეიდან გაფიცვას იწყებენ. გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს. განცხადებასთან ერთად სტუდენტები შესაბამის შესავსებ დოკუმენტსაც ავრცელებენ. “ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, […]

თქვენი შვილების ჯანში იყოს “თქვენი მორალი” – ოდიშარია მიშველაძეს

ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს Facebook პოსტით მიმართა.„ათასს კვერცხზე გადამჯდარო მიშველაძევ, 10 მაისს ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ეკა მიშველაძემ გამოიყენა მიმართვა: “ამხანაგო”.

,,დონორების პასუხისმგებლობაა, საკუთარ „ენჯეოებს“ მკაცრად მიუთითონ, არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში”- პაპუაშვილი

ვნახეთ, რომ აქციებმა, რომლებიც პარლამენტთან იმართებოდა, საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ხასიათი მიიღო. თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროტესტი გამოთქვას ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი პროტესტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალადობრივი პროტესტი დაუშვებელია. „განსაკუთრებით მივმართავდი დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად თანაორგანიზატორი […]

„ხარისხის ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ექსპორტზე გასვლა მაინც პრობლემაა” – რძის საწარმო ”შვანრე”

უმაღლესი ხარისხის მიუხედავად, ექსპორტზე გასვლას ვერ ვახერხებთ, რადგან შესაბამისი სტანდარტი (ISO) არ გვაქვს დანერგილი, – ამის შესახებ ”ბიზნესპარტნიორთან” ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე კოოპერატივი ”დმ-ანსის” დირექტორი ნონა ანსიანი აცხადებს. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად საჭირო სერტიფიკატის მოპოვება ამ ეტაპზე დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ რძის წარმოებაში, არამედ მთლიანად მესაქონლეობაში, რადგან კანონმდებლობა მცირე მეწარმეებს ISO-ს სერტიფიკატის დანერგვას არ […]

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ. პარლამენტი […]