პრემიერი „გლობალური ომის პარტიაზე“ – ევროკავშირი ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია, ვინ არიან ეს ძალები? – ვერ ვიტყვით, დელიკატური საკითხია, საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას

ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ვინ არიან ეს ძალები? ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“, ვინ არის მტერი“. მისივე თქმით, ძალიან კონკრეტულ ძალებზეა საუბარი, რომლის […]
პრემიერი – ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება გვექნება ყველა მიმართულებით

ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას. როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განმარტა, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული, რომლის პროცესს ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს. „ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს. მუდმივად ხედავთ, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია […]
ირაკლი კობახიძე – გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა – მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული

გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ არის იდენტური ცნებები, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრალდებულ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლესთან დაკავშირებულ ბრალდების საქმეს. როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც „მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს“. „ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რისი მომსწრეც ვართ. ერთი რამ შემიძლია გითხართ, მხოლოდ „ნაციონალმა“ […]
კობახიძე აბაშიძეზე: მხოლოდ ნაციონალმა შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული

ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რისი მომსწრეც ვართ. რაც შემიძლია გითხრათ, ერთი, რომ მხოლოდ ნაციონალმა შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული. ამ მასშტაბის გარყვნილება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტს დისკს, […]
პრეზიდენტს საკუთარ ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე – პრემიერი

პრეზიდენტს საკუთარ ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე – პრემიერი კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი. „ყველამ […]
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი […]
13 მაისიდან ონლაინმედიებს პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ

პარლამენტში 13 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს ისევ არ შეუშვებენ – ამის შესახებ პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადების მიხედვით, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს […]
,,სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება”-კობახიძე

სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციებზე საუბარი არის აბსოლუტურად არასერიოზული. „ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც […]
პრემიერი ჯიმ ობრაიენის ვიზიტზე – იმედი მაქვს, საუბარი საქართველო-აშშ-ის არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება – სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით

იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რას ელოდება ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტისგან. კობახიძის თქმით, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის […]
ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტი თვითონ არ წერს ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან, ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო – აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის

პრეზიდენტს ვეტოებს გარედან უწერენ ხოლმე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაიწერონ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები იქნება წარმოდგენილი, მმართველი გუნდი მსჯელობისთვის მზადაა. „ყველამ ვიცით რომ პრეზიდენტი თვითონ […]