ირაკლი კობახიძე – ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს – ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება

გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური […]
შს მინისტრი ბრიფინგს გამართავს

12 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:00 საათზე გაიმართება. უცნობია კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს მინისტრი.
ირაკლი კობახიძე – შსს იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან

ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის […]
პრეზიდენტი: საქართველომ აჩვენა, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს, ვერანაირი თვლა ვერ შეცვლის

გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას, ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო.
პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ, ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება

პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ, ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას როგორც აქამდე ეშინოდა […]
გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა – პრემიერი უჩა აბაშიძის საქმეზე

გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა – პრემიერი უჩა აბაშიძის საქმეზე წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის […]
,,იმედი მაქვს, საუბარი იქნება საქართველო-აშშ-ის დაახლოებაზე, არა დაშორებაზე ხელოვნურად” – კობახიძე ო’ბრაიენის ვიზიტზე

მე იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი იქნება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებაზე, არა დაშორებაზე ხელოვნურად, არამედ დაახლოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი […]
გენერალ სირსკის თქმით, ფრონტზე რთული ვითარებაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ თავის ტელეგრამის არხზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „მიმდინარე კვირაში ხარკოვშჩინაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ამჟამად იქ გრძელდება ბრძოლები საზღვრისპირა რაიონებში რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის გასწვრივ. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეინარჩუნონ თავდაცვითი ხაზები და პოზიციები, მტერს დარტყმებს აყენებენ,“ დაწერა მან. სირსკის თქმით, აქტიური ბრძოლები […]
BBC: უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ საქართველოში ათასობით ადამიანი გამოვიდა

გუშინდელი მასშტაბური აქციის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანის გამოვიდა. გამოცემა მიუთითებს, რომ მიუხედავად დაშინების კამპანიისა, რომელიც რუსული კანონი მოწინააღმდეგეების მიმართ მიმდინარეობს, აქციაზე ათასობით ადამიანი იყო. BBC სტატიაში აღნიშნავს, რომ მეზობელ რუსეთში კრემლის მოწინააღმდეგეთა ხმების მარგინალიზაციისთვის გამოიყენეს. “აქციაზე გამოსულ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ, რომ რუსეთის ავტორიტატული […]
ირაკლი კობახიძე – მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ

ჩვენგან გამოვლენილია მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება და ეს ინიციატივაც [დისკუსიის გამართვა] ამის გამოხატულებაა – მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რაც შეეხება ოპოზიციას, კობახიძის თქმით, მათ დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ზუსტად ასევე ეშინიათ, რადგან „კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც შეუძლებელია“. „ჩვენ ვგულისხმობთ […]