,,პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ, ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება”-ირაკლი კობახიძე

,,პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ, ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება”-ირაკლი კობახიძე მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას როგორც აქამდე […]
ზურაბიშვილი: კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ. მისივე თქმით, კანონი არის რუსული და სამწუხაროდ, მასთან ერთად, ხელისუფლებაც. “თქვენთვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ, გთავაზობთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, მან გადაწყვიტოს, ეს კანონი რუსულია, ეს კანონი არის სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და […]
პრეზიდენტი ხელისუფლებას: თქვენი ქმედებები, სიტყვები, ძალადობა არის რუსული

ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ კი, რუსულ კანონზეა საუბარი, ეს კანონი არის რუსული და ვერანაირი კითხვა, აბა რა არის რუსული ამ კანონში, ამას თქვენ ვერ შეცვლით, წერეთ და იკითხეთ. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა, წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით თუ არა, რეალურად, თქვენივე ქმედებები, სიტყვები, თქვენივე ძალადობა საზოგადოებაზე არის […]
სალომე ზურაბიშვილი – ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა -„აბა, რა არის მასში რუსული“, ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ – პრემიერის გამოსვლაც რუსულია

ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსულია და „ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ არ დაბრუნდება“. „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას […]
პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს – არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ – მინდა, მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ. „მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ […]
ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტი თვითონ არ წერს ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან, ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო – აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის

პრეზიდენტს ვეტოებს გარედან უწერენ ხოლმე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები იქნება წარმოდგენილი, მმართველი გუნდი მსჯელობისთვის მზადაა. „ყველამ ვიცით რომ პრეზიდენტი თვითონ […]
პრეზიდენტი – მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში – არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება

არავინ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება – რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს ბრიფინგზე. მისი თქმით, აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირაა პროტესტს მშვიდობიანად, შეგნებულად და შემართებით გამოხატავენ და სამართალდამცველებს მიმართა, რომ ისინი მხოლოდ იმას […]
VIDEO: „არ ვიცი ვინაა, მააგრამ ამ ბიჭს გაუმარჯოს” – როგორ ეხმაურება ისტორიულ კადრებს ნანუკა ჟორჟოლიანი

სოციალური ქსელი აქციის დღეებიდან განსაკუთრებულად ემოციურმა კადრმა მოიცვა, სადაც ბიჭი ძეგლზე საქართველოს დროშას კიდებს. ამ ვიდეოს უდიდესი გამოხმაურება და ემოციები მოჰყვა და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანის გამოეხმაურა: „ამ დროს მთელი საქართველო “ვაიმე ფრთხილად” “ღმერთო მშვიდობით ჩამოიყვანე” ვაიმე ხელი მოკიდე კარგად, ვაიმე ფეხი არ დაგიცურდეს:)) ♥️ არ ვიცი ვინაა, მააგრამ ამ ბიჭს გაუმარჯოს!”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი […]
პრემიერი – კვლევების თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობოების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ – აქედან გამომდინარე, პარლამენტი აღასრულებს საზოგადოების ნებას

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების […]